x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135696
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
მირანდა კერი და მისი ჩაცმის სტილი(ფოტოები)
image

ავსტრალიელი ლამაზმანი ტოპ მოდელი, ვიქტორია სეკრეტის ერთ–ერთი ანგელოზი 1983 წელს დაიბადა და მოდლობა უკვე 13 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთ–ერთ თინეიჯერულ სილამაზისკონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

მართალია მირანდა დისნეიში დაიბადა, მაგრამ შემდეგ პატარა ქალაქ გუნედაში იზრდებოდა, ბებიასთან ერთად ფერმაში და ცხენზე დაჯირითობდა, ირგვლივ არც გლამურული ატმოსფერო სუფევდა და არც მოდურად ჩაცმული ადამიანები დაიარებოდნენ. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ძმა მეთიუც. როცა და–ძმა გაიზარდა სასწავლებლად ქალაქ ბრიზბენში გადავიდნენ. მალე მირანდას პირველი უბედურება დაატყდა თავს, გარდაიცვალა მისი უფროსკლასელი შეყვარებული, რაც მან ძალიან განიცადა და დეპრესიაში ჩავარდა. სწორედ მაშინ მიაკითხა სამოდელო სააგენტოს დისნეიში და სულ მალე უამრავი შემოთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოებიდან და სარეკლამო აგენტებისაგან. პოპულარობამაც არ დააყოვნა, მაგრამ მირანდასთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ ავსტრალია და მან მსოფლიოს დედაქალაქის – ნიუ–იორკის დაპყრობა გადაწყვიტა.

2006 წელს კი ვიქტორია სეკრეტშიც მიიწვიეს და მალე ცნობილი გახდა როგორც ვიკტორია სეკრეტის ერთ–ერთი ანგელოზი, ადრიანა ლიმასთან, ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად. მირანდას გაბრწინებული თვალები და მომხიბვლელი ღიმილი გულგრილს არავის ტოვებდა და მან ამერიკის დაპყრობაც შესძლო.


ამჟამად მირანდა კერი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელია, ჟურნალ ''ფორბსის'' მონაცემებიც იგი მეცხრე ადგილს იკავებს ამ სიაში.

ლამაზმანი მოდელი ლამაზმან მსახიობ, ქალების გულთამპყრობელ ორლანდო ბლუმზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ერთი შვილი უკვე ყავს.

რაც შეეხება მის სტილს, იგი ერთ–ერთ გემოვნებიანად ჩაცმულ ვარსკვლავადაა მიჩნეული, თანაც მის ბარბივით ტანს ხომ ყველაფერი უხდება.

image

image image

image

image


image

image

image

image

image

image

image









1
679
9-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
679
  
2013, 28 იანვარი, 14:46
ულამაზესი და გემოვნებიანია
0 1 1