x
image
მატასი
Lo Impossible - ფილმი, რომელიც შეგძრავთ
image



















ესპანელი ახალგაზრდა რეჟისორის - ხუან ანტონიო ბეიონას, რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - ''Lo impossible'' (შეუძლებელი) საკმაოდ წარმატებული ნამუშევარი გამოვიდა, ალბათ სხვანაირადაც არ იქნებოდა, ფილმში ხომ ორი პროფესიონალი მსახიობი ასრულებს მთავარ როლებს, ნაომი უოთსი და ევან მაკგრეგორი, მათ გარდა პატარა ბავშვებმაც შესანიშნავად ითამაშეს და ტოლი არ დაუდეს უფროსებს.

ფილმი, როგორც დასაწყისში გვაუწყებენ რეალურ ამბავზე მოგვითხრობს. 2004 წელს, ტაილანდში მომხდარ კატასტროფაზე, ცუნამზე, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბედნიერი ოჯახი, ცოლ-ქმარი და მათი სამი ვაჟიშვილი დასასვენებლად მიემგზავრება ტაილანდში, სადაც სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდებიან. ირგვლივ ხალხი ბედნიერი და გახარებულია, მზე ანათებს, ისინიც შამპანურს სვავენ, იცინიან და აუზში ნებივრობენ, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი მოულოდნელად შეიცვლება. კატასტროფის წინაშე ყველა უძლურია.


საშინელებაა, როცა შენი ოჯახის წევრები მკვდარი გგონია და იძულებული ხარ ამას შეეგუო, მაგრამ სიმამაცე, თავგანწირვა, რწმენა და რაც მთავარია სიყვარული ადამიანს ძალას მატებს და შეუძლებელსაც აკეთებინებს. ტალღისგან დაშორებული ოჯახის წევრები ერთმანეთის ძებნას იწყებენ და გადარჩენისათვის იბრძვიან, მოახერხებენ კი ისინი ამას?

საერთო გასაჭირი და კატასტროფა ყოველთვის აახლოებს ადამიანებს, ამ დროს მნიშვნელობა ეკარგება ასაკს, ეროვნებას, სოციალურ მდგომარეობას. ფილმში რეჟისორი გვიჩვენებს როგორ ზიან ერთად პატარა ბავშვი და მოხუცი ქალი და ვარსკვლავებზე საუბრობენ, როგორ ეხმარებიან ადგილობრივი მცხოვრებლები უცხოელ ტურისტებს. საერთო ენას ყველა პოულობს.

უყურეთ ფილმს და კმაყოფილი დააფასეთ სიცოცხლე.

1
272
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
272
  
2013, 27 იანვარი, 19:10
7.7 რეიტინგით საკმაოდ კარგი დრამა, ტრილერია. ცოტა მძიმე საყურებელი კია, მაგრამ მართლა კარგი ფილმია
0 1 1