ქერტლის გაჩენის მიზეზია კანის ზედა ფენის ნაადრევ შრეებად დაყოფა.
ქერტლი ორი სახის არსებობს:
მშრალი - მცირედი მოძრაობისას თავიდან ცვივა წვრილი, მშრალი ქერტლი. ასეთი ქერტლის გაჩენა თმის ცვენას არ იწვევს.
ცხიმიანი ქერტლი- მშრალი ქერტლიდან იზრება და ჩვეულებრივ, თმის ცვენა მოსდევს. ის უფრო მსხვილია, აქვს მოყვითალო ფერი და ფირფიტოვანია.
თმა დაბანიდან 1-2 დღის შემდეგ ერთმანეთს ეწებება და ცხიმიანი ხდება. როდესაც თმის ბოლქვი კვდება, იწყება მასიური თმის ცვენა და წარმოიქმნება სიმელოტე.
თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:მემკვიდრეობითობა, ნერვიული დაძაბულობა, სასქესო ორგანოების ფუნქციის მოშლა, ინფექციური დაავადებები, სოკოვანი დაავადებები და ავიტამინოზი (პირველ რიგში, B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა).
თმის ყოველდღიური ცვენა 100 ღერამდე დღეში ნორმად ითვლება. განახლება ხდება ყოველ 2-6 წელიწადში.
თმის ცვენას, ისევე როგორც სხვა დაავადებებს ექიმთან მკურნალობა სჭირდება.