სხვა ბრძნული გამონათქვამები 2013, 27 იანვარი, 15:29 “ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება''.
“ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით''.
“მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი''.
“დიდების სიყვარული არის მხოლოდ სურვილი შენს მსგავსებს მოწონდე''.
“ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს როგორც საკუთარი თავი''. “ვინც ბრძენია თავი უმეცრად მოაქვს-ზნემაღალია.ვინც უმეცარია და თავი ბრძნად მოაქვს-სნეულია''. “ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო და ტალახიანი ხელი შეგრჩეს''. “ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უკეთესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი როცა ის თქმას ჯობს''. “სულის სიმტკიცე ის კი არაა არასოდეს დაეცე, საქმე ისაა დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო''. “დიპლომატი ადამიანია რომელიც ორჯერ დაფიქრდება სანამ არაფერს არ იტყვის''. “წაქცევას მიეჩვიე რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე რომ გაიგო სიცილი რამხელა ბედნიერებაა''. “ღმერთმა მოგვცა ნათესავები, მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს თავად ვირჩევთ''. “კარგი გრძნობაა გრცხვენოდეს ადამიანების, მაგრამ უკეთესია გრცხვენოდეს საკუთარი თავის''. “თუ არ გსურს უარი მოისმინო ნურაფერს ითხოვ''. “სიცოცხლე იმით კი არ ისაზღვრება რამდენჯერ ჩაისუნთქავ არამედ იმით, რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა''. “ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს''. “მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო''. მე შემიძლია კიდევ უამრავი ციტატის დაწერა რომელიც მართლაც რომ გენიალურია და შორს რომ არ წავიდეთ, რამდენი ქართველი გენიოსი არსებობდა და არსებობს და იმედს ვიტოვებ რომ ყოველთვის იარსებებენ და ჩვენ, ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები წავიკითხავთ, ზოგი მოისმენს და ცხოვრებაში გავითვალისწინებთ. 351 7-ს მოსწონს
|