სიახლეები სიგარეტი "აშტერებს" 2013, 26 იანვარი, 20:32
თვენახევრის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სწავლასა და მეხსიერებაზე, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე დაადგინეს, რომ, რაც უფრო ხშირად აიძულებდნენ ვირთხებს "მოწევას", მით უფრო დიდი რაოდენობით ტვინის უჯრედებს ემუქრებოდა საფრთხე. კერძოდ, ახალი ნეირონული კვანძების რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო სწავლის უნარის გამუდმებით განახლებისთვის, შემცირდა 50%-ით, ხოლო დაბერებული უჯრედების რაოდენობა გაიზარდა 30%-ით. - მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთივე პროცესი მიმდინარეობს ადამიანების დაბერებისას. აქედან გამომდინარე, დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მწეველებს დროზე ადრე აბერებს. თუ ეს ასეა და თუ ყოველ სიგარეტს ნამდვილად მივყავართ სიბერის ჭკუასუსტობამდე, მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უცბად ანებებს თავს მოწევას, თავს ძალიან უყურადღებოდ თვლის, ნაკლებ ეფექტურადაც მუშაობს და ვერ ახერხებს სიგარეტის გარეშე კონცენტრირებას? ამაზე მეცნიერებს ასეთი ახსნა აქვთ: სრულებით შესაძლებელია, რომ ნიკოტინი ახდენდეს მასტიმულირებელ მოქმედებას მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ წარმოადგენს ტვინისთვის ზიანის მომტანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ისინი ურჩევენ მწეველებს, რაც შეიძლება მალე დაანებონ თავი მოწევას. ნიკოტინს მწეველი მიჰყავს საშინელ დამოკიდებულებამდე და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება მრავალმხრივია. 79 6-ს მოსწონს
|