ცომეული პიცა კარტოფილით 2012, 8 აპრილი, 18:32 მასალა:
მომზადების წესი: 5-6 ცალი კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ოვალურად. დავალაგოთ ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ფქვილს დავასხათ წყალი ისე, რომ მიღებული სითხე იყოს ბლანტი. ეს მასა კარტოფილს მოვასხათ, ზედ დავალაგოთ 2-3 მრგვლად დაჭრილი პამიდორი, ნახევარი ძეხვიც ასე დაჭრილი, ზემოდან მოვახეხოთ ყველი და გაზქურაში 20 წუთი შევდგათ. პიცა მზადაა! გემრიელად მიირთვით! 288 შეფასება არ არის
|