კონფლიქტები თანამედროვე ომი (ფოტო "სიკვდილის ნიღაბი") 2013, 25 იანვარი, 21:52 ამ ფოტომ მთელი ინტერნეტ სივრცე შემოიარა. 21 იანვარს სააგენტო AFP-მა გამოაქვეყნა მალიში მყოფი ფრანგი ჯარისკაცის სურათი. მისი სახე ჩონჩხის გამოსახულებიანი ბენდენითაა დაფარული, რაც მას Call of Duty-ის პერსონაჟთან მსგავსებას აძლევს. "არაჩვეულებრივი", "გასაოცარი" "სისხლის გამყინავი ფოტო", ასე მოიხსენიებდნენ მას კომენტარებში. ფოტოს შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელსაც ბოლო ერთი დღის შემდეგ თვითონ ფოტოგრაფმა მოუღო.
ფოტო იუსუფ სანოგომ გადაიღო. "ფოტოს ისტორია ბევრად უფრო ბანალურია ვიდრე შეიძლება იფიქრო", განაცხადა ფოტოგრაფმა.
"იმ მომენტში ჯარისკაცების სიახლოვეს ვერტმფრენი დაეშვა, რომელმაც მტვრის ღრუბელი დააყენა და ჯარისკაცებმაც სახეები ბანდანებით დაიფარეს, -ყვება ფოტოგრაფი, -ღამდებოდა მზის სხივები კი ხეებს შორის აღწევდა, განათება ძალიან ლამაზი იყო. მე დავინახე ჯარისკაცი უცნაური ბენდენით და ფოტო გადავიღე. ამ ფოტოში არაფერია წინასწარ მოფიქრებული და დადგმული, ჯარისკაცი უბრალოდ იდგა".
იუსუფ სანოგო გაკვირვებულია იმ ხმაურით რაც ფოტომ გამოიწვია. მისი აზრით ჩონჩხიან ბენდენაში არაფერია გასაკვირი, ან შემაძრწუნებელი. პრესამ ფოტოში დაინახა კავშირი ომსა და ვიდეოთამაშს შორის, Libération აცხადებს, რომ ჯარისკაცი ამით ცდილობს თქვას, რომ სიკვდილის მოსატანადაა მოსული. მიუხედავად ამისა ფოტოგრაფი ამტკიცებს: "ჯარისკაცებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ისინი უბრალოდ ცდილობენ რაღაცით გაერთონ".
ფოტოს შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის გენშტაბმაც გააკეთა. "ასეთი ქცევა მიუღებელია, ეს ფოტო არა ასახავს იმას თუ რას აკეთებს საფრანგეთი მალიში და იმას თუ რა დამოკიდებულება აქვს თვითონ ჯარისკაცებს ამ სიტუაციასთან" განაცხადა Thierry Burkhard-მა. ჯარისკაცის ვინაობა დგინდება. "იმედი მაქვს მის ვინაობას ვერ დაადგენენ, ჯარისკაცმა ალბათ არც კი იცის რას ლაპარაკობენ მასზე" თქვა ფოტოგრაფმა იუსუფ სანოგომ. 211 3-ს მოსწონს
|