x
image
informator
სკოლა დაუმთავრებელი ვარსკვლავები

imageჰოლივუდის ყველაზე ცნობილი კომიკოსის Jim Carrey -ის კარიერის დასაწყისი ძალიან რთული იყო. ოჯახს ხშირად არ ყოფნიდა საარსებო ფული, გარკვეული პერიოდი იძულებულებიც კი იყვნენ ეცხოვრათ ფურგონში (სახლი ბორბლებზე). ხოლო მისი პირველი გამოსვლა კომედი კლუბში მარცხით დასრულდა. მსახიობს მოუწია სკოლის მიტოვება, რათა დაეწყო ფოლადის ქარხანაში მუშაობა.








imageერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში Nicole Kidman იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა დედის ავადმყოფობის გამო. ოჯახის მხარში დასადგომად მან დაიწყო მუშაობა მასაჟისტად, თუმცა პარალელურად აგრძელებდა ხელოვნების ინსტიტუში სწავლას და ასევე თეატრში მუშაობას. პირველად Nicole Kidman ტელევიზიით გამოჩნდა 15 წლის ასაკში.
imageმსახიობმა Keanu Reeves-მა მოახერხა დისლექსიასთან გამკლავება, თუმცა 15 წლის ასაკში მაინც მიატოვა სკოლა და დაიწყო სამსახიობო კარიერა.












imageმსახიობი Demi Moore იზრდებოდა ე.წ. დისფუნქცირებულ ოჯახში . მისი მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ. 16 წლის ასაკში დემიმ სკოლა მიატოვა და დაიწყო მუშაობა სამოდელო სააგენტოში. ხოლო მსახიობობა ურჩია მისმა მეგობარმა ნასტასია კინსკიმ.




imageოსკარის და ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობის Robert De Niro-ს დებიუტი სცენაზე შედგა 10 წლის ასაკში, სკოლის მიერ დადგმულ სპექტაკლში "Wizard of OZ". მართალია სკოლა არ დაუმთავრებია და მიატოვა 16 წლის ასაკში რადგან პროფესიონალურად მიდგომოდა სამსახიობო კარიერას.
imageკინო აკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელმა მსახიობმა Charlize Theron-მა, ასევე მიატოვა სკოლა 16 წლის ასაკში. დედის რჩევით მან მიიღო მონაწილეობა მოდელების კონკურში. მას შემდეგ რაც გაიმარჯვა პირველ კონკურსში კიდევ ბევრ სხვა კონკურსებში იღებდა მონაწილეობას იქამდე, სანამ არ მოიპოვა სარფიანი კონტრაქტი მილანის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან


2
141
3-ს მოსწონს
ავტორი:informator
informator
141
  
2013, 25 იანვარი, 11:08
მთავარზე დადეთ ტოოო... ამაზე კაი სტატია რაღა გინდათ :| საინტერესოა ყველა ასაკის ადამიანისთვის თან კულტურა-შოუბიზნესია... :| მიდით არ გამიტეხოთ :D ^_^ და რო დადებთ ეს კომენტარი გააქრეთ :D
0 1 2