ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა.
რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდმა დადო ინფორმაცია სამი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ. დაჭრილები არიან
კაპრალი ერეკლე ხარშილაძე და უმცროსი სერჟანტი იაგო კაკულია მსუბუქად არიან დაშავებულები. რიგითი გურამ ჩიმახიძე კი მძიმედ დაიჭრა. იგი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბულურია და უახლოეს მომავალში გერმანიაში გადაიყვანენ სამკურნალოდ.