x
image
ტოპი
ახალი ქართული ტენდენცია თინეიჯერებში " გახდი პოპულარული ნებისმიერი ხერხით "
image

ყოველდღიურად ვხედავთ ამა თუ იმ კრეატიულ ნაშრომს ინტერნეტში, თინეიჯერების უმრავლესობა თითქოს და ინტერნეტში ცხოვრობს და საერთოდაც იქ ჩასახლდა .


სამწუხაროა ის ფაქტი რომ ქართველმა ახალგაზრდობამ მეტისმეტად აიტაცა კომპიუტერი რასაც მოჰყვა ჯანსაღი ცხოვრების სტილის შეცვლა და ამასთანავე ბავშვებში ნაადრევი ასაკიდანვე ჭარბი წონის გამოჩენა. ბავშვი თუ ადრეულ ხანაში, სულ რაღაც 7 - 10 წლის წინ ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, დარბოდნენ, ფეხბურთს სიამოვნებით თამაშობდნენ, დღეს სამწუხაროდ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ახალგაზრდებს უკვე სურვილიც კი აღარაქვთ ითამაშონ ფეხბურთი მაშინ როდესაც მათ გააჩნიათ საკმაოდ კარგი მონაცემების კომპიუტერი რისი საშუალებითაც შეუძლია ითამაშეს ვიდეო თამაშები და მათშორის ფეხბურთიც, მაგრამ ეს ის არარის რის შესახებაც მინდა გულისტკივილი გამოვთქვა .

ახალი ქართული მოდა? ! თუ რა შეიძლება დავარქვათ იმ ადამიანების ქცევას რომლებიც ყველაფერს და ყველანაირ საზიზღრობაზე მიდიან იმისათვის რომ ცნობილები გახდნენ . მე არ ვგმობ იმის სურვილს რომ იყო ცნობილი და ამისთვის რაღაც გააკეთო მაგრამ, მგონი არარის მართებული რომ ამის გამო საზოგადოება გააღიზიანო შენი მავნე ჩვევებით.



ვიდეო პორტალებზე, სოციალურ ქსელებში და სხვა უამრავ ინტერნეტ ვებ გვერდზე გავრცელდა განსაკუთრებით ორი ადამიანის ვიდეო მასალები, გიორგი ქისტაური და მეორე უბრალოდ რუსა.


ვიდეორგოლების ავტორები აცხადებენ რომ მათ არ სურთ საზოგადოების გაღიზიანება და რომ ისინი უბრალოდ მსახიობები არიან და სხვადასხვა როლს ირგებენ, მაგრამ ჩემი აზრით არარის მართებული ის რომ ცნობილი გახდე ამაზრზენი პორნო სცენების გადაღებით, პორნოგრაფიული სცენებით პოპულარიზაცია საქართველოში მენტალიტეტის გამო და არამარტო მენტალიტეტის გამო ცუდი ხერხია.


უბრალოდ მინდა რჩევა მივცე დღევანდელ თინეიჯერთა წრეს, არარის აუცილებელი გახდე ცნობილი პორნოგრაფიული სცენებით და არც სხვა რაიმე ამაზრზენი ქმედებით, შეეცადეთ რაიმე კრეატიული შესთავაზოთ საზოგადოებას რაც დააინტერესებს ქართულ კულტურას და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, თანაც ისე რომ ხალხს ძალიან შეუყვარდებით.

2
87
7-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
87
  
2013, 24 იანვარი, 21:48
მართალია!
2013, 24 იანვარი, 21:48
კარგი სტატიაა !
0 1 2