ტკბილეული ეკლერი (შუ) 2013, 24 იანვარი, 19:51 მასალა ცომისთვის: 250 მლ წყალი; 50 გრ მარგარინი; მარილი (დანის წვერზე); 150 გრ ფქვილი; 4 ცალი კვერცხი. მასალა კრემისთვის: 0, 5 ლ რძე; 2 ცალი კვერცხი; 125 გრ შაქარი; 50 გრ ფქვილი; 100 გრ კარაქი; ვანილი გემოვნებით. წყალში ჩავყაროთ ცოტა მარილი, ჩავდოთ მარგარინი და ავადუღოთ. ჩავყაროთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე კარგად ვურიოთ ერთგვაროვანი პრიალა მასის მიღებამდე. ოდნავ შევაგრილოთ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ცხიმწასმულ ტაფაზე კოვზით ან ტორტის მოსართავით დავდოთ ცომი მრგვალ (შუსთვის) ან მოგრძო (ეკლერისთვის) ფორმებად. წინასწარ გაცხხელებულ ღუმელში 200 - 250 გრ-ზე გამოვაცხოთ 20 - 25 წუთის განმავლობაში. გავაციოთ ღუმელშივე. შემდეგ ჩავჭრათ შიგნიდან და შიგ წავუსვათ მოხარშული კრემი. შუს ძემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ეკლერს წავუსვათ შოკოლადის მინანქარი. გემრიელად მიირთვით! 693 8-ს მოსწონს
|