სხვა ლაყე კვერცხის ისტორია 2012, 17 აპრილი, 13:21 ![]() თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ კვერცხი მხოლოდ ახალია გემრიელი და სასარგებლო, მაგრამ ჩინელებს ასე არ მიაჩნიათ. მათი ერთ-ერთი საფირმო კერძის, „ჯონაქას“, მთავარი ინგრედიენტი ლაყე კვერცხია. ჩინელები სპეციალურად აძველებენ და აფუჭებენ იხვის კვერცხებს. საჭირო კონდიციამდე რომ მიიყვანონ, ჩინელები კვერცხებს გარედან სპეციალურ ზეთს უსვამენ და მთელი თვის განმავლობაში სითბოში ინახავენ. შედეგაც ცილა მუქი ნაცრისფერი ხდება, გული კი - მწვანე. ბუნებრივია, არც სუნი აქვს სასიამოვნო, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ. ასეთ კვერცხს ბრიჯის სპეციალურ ძმარში ალბობენ, უკეთებენ გასაკუთრებულ სოუსს და მიირთმევენ. 98 2-ს მოსწონს
|