x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
The Beatles - ისტორია
image The Beatles - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ
ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის
ისტორიაში. მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა
1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა.
"ბითლზი",
როგორც ჯგუფი, მხოლოდ ათი წელი არსებობდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა
იმისთვის, რომ სამუდამოდ შეეცვალათ გემოვნება, თაობების იდეოლოგია და რაღა
თქმა უნდა, სტილი - მუსიკის, ცხოვრების და აზროვნების. მსგავსი
წარმატებისთვის არცერთ შემსრულებელსა და ჯგუფს არ მიუღწევია. მთლიანობაში
მათ გაყიდეს 2 მილიარდი ალბომი მაშინ, როცა სხვა ვარსკვლავები მხოლოდ
მილიონიანი ტირაჯით გამოდიან. სტატისტიკური მონაცემებით, თავის დროზე,
წამში 3 ცალი "ბითლზის" ალბომი იყიდებოდა. მათ დაიპყრეს ყველა კონტინენტი
და შეაღწიეს აბსოლუტურად ყველგან, სადაც რადიომიმღები იდგა. ამ ჯგუფმა
შექმნა ლეგენდა, ისტორია, ანთოლოგია. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან!!!
1957 წელს ლივერპულის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა, ჯონ ლენონმა
გადაწყვიტა, შეექმნა ჯუფი, რომელსაც "ბლეკჯეკები" დაარქვა. მალე სახელი
გადაარქვა და "ქვარიმენი" უწოდა. ერთ-ერთ წვეულებაზე ჯონმა გაიცნო
გიტარაზე დაკვრით გატაცებული 15 წლის მოსწავლე - პოლ მაკარტნი, რომელიც
თავის ჯგუფში მიიწვია. პოლის კვალს მიჰყვა მისი ბავშვობის მეგობარი და
თანაკლასელი ჯორჯ ჰარისონი. თავდაპირველად პოლი დასარტყამ ისტრუმენტზე
უკრავდა. მალე ჯგუფმა სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად "ჯონი და
მუნდოგები" დაირქვეს.
1958 წელს ლენონმა ჯგუფში მიიწვია მეგობარი
მუსიკოსი სტიურტ სადკლიფი, რომელიც იმხანად ხელოვნების უნივერსტიტეტში
სწავლობდა. ამ პერიოდში ჯგუფის სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად ღამის
კლუბებში "სილვერ ბითლზის" სახელით გამოდიოდნენ. დასარტყამ ინსტრუმენტზე
პოლი ვინმე პიტ ბესტმა შეცვალა, რომელიც ყველაზე სიმპათიური ბითლზელად
ითვლებოდა და გოგონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მისი
სახელი დღეს აღარავის ახსოვს.
1961 წელს სტიურტ სადკლიფმა ჯგუფი
დატოვა. 1962 წელს კი, უზარმაზარი წარმატების მოპოვების შემდეგ, მის კვალს
მიჰყვა ჯგუფის ყველაზე პოპულარული წევრი პიტ ბესტი, რომელიც მალევე
ჩაანაცვლეს ამავე პერიოდში სხვა ჯგუფში მოღვაწე გიტარისტით რიჩარდ
სტარკით, რომელიც მსოფლიომ რინგო სტარის სახელით გაიცნო. ასე რომ,
"ბითლზმა" ის სახე, რომლითაც ჩვენ მათ ვიცნობთ, 1962 წელს, დაარსებიდან 5
წლის შემდეგ მიიღო.
ჯგუფის წევრები:

ჯონ უინსტონ ლენონი - ვოკალისტი, პოეტი, მხატვარი, აქტივისტი

ჯონ
უინსტონ ონო ლენონი 1940 წლის 9 დეკემბერს ლივერპულში დაიბადა. საშუალო
შეძლების ოჯახის მამა, ფრედ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დამსახურებული
ვეტერანი გახლდათ. 17წლის ჯონმა სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოაყალიბა
ჯგუფი და მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. პირველი ცოლი, სინტია, ჯერ
კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. მისგან ვაჟი, ჯულიანი შეეძინა. მეორე
ცოლი, ავანგარდი მხატვარი იოკო ონო კი 1966 წელს გაიცნო. მას შემდეგ მთელი
მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს
შვილი, შონი შეეძინა. ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და
სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ
ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს. ლენონი, მუსიკის
გარდა, სერიოზულად იყო გატაცებული პოლიტიკითა და მედიტაციით. ის ნიუ
იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო "დაკოტას" კართან ვინმე მარკ
დეივიდ ჩაპმანმა მოკლა.


ჯეიმს პოლ მაკარტნი - მულტიინსტრუმენტალისტი

სერ
ჯეიმს პოლ მაკარტნი 1942 წლის 18 ივნისს ლივერპულში დაიბადა. 15 წლის
ასაკში მან გაიცნო 17 წლის ლენონი და მას შემდეგ მისი ცხოვრება "ბითლზი"
გახდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ მაკარტნიმ ყველაზე წარმატებული სოლო კარიერა
წამოიწყო და გრემიც კი მოიპოვა. 1969 წელს ცოლად შეირთო ამერიკელი
ფოტოგრაფი
ლინდა ისტმანი, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა. შუათანა, სტელა
მაკარტნი, დღეს ცნობილი დიზაინერია. 1998 წელს ლინდა მკერდის კიბოთი
გარდაიცვალა.
2002 წელს მაკარტნიმ ცოლად მოიყვანა ყოფილი მოდელი ჰიზერ მილსი. 2006 წელს ისინი ერთმანეთს სკანდალურად დაცილდნენ.

ჯორჯ ჰარისონი - გიტარა, უკელელე, სიტარა, ფორტეპიანო

ჯორჯ ჰარისონი 1943 წლის 25 თებერვალს დაიბადა. 1957 წელს კლასელ პოლ
მაკარტნისთან ერთად ჯონ ლენონის ჯგუფში მოხვდა. ყველაზე მორცხვ ბითლზელად
წოდებულმა ჰარისონმა ჯგუფის დაშლის შემდეგაც გააგრძელა კარიერა, თუმცა დიდ
წარმატებას ვერ მიაღწია. პირველი ცოლი, მოდელი პეტი ბოიდი, 1966 წელს
მოიყვანა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ჰარისონის ახლო მეგობარს, მომღერალ
ერიკ კლაპტონს გაჰყვა ცოლად, თუმცა ამას ორი დიდი ვარსკვლავის
მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. მეორე ცოლი, ოლივია ტრინიდად არიასი კი
1978 წელს შეირთო. ამ უკანასკნელმა ვაჟი, დანი გაუჩინა, რომელიც გაჭრილი
ვაშლივით ჰგავს მამას. 2001 წლის 29 ნოემბერს ჰარისონი ფილტვების კიბოთი
გარდაიცვალა თავის ვილაში, რომელიც ჰოლივუდშია და ოდესღაც მაკარტნის
ეკუთვნოდა.

რიჩარდ სტარკი (იგივე რინგო სტარი) - დრამერი

რიჩარდ სტარკი, იგივე რინგო სტარი, 1940 წლის 7 ივლისს ლივერპულში დაიბადა. ჯერ
კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა როკჯგუფ "რორი სტოურ და ჰურიკანსში".
1960 წელს ის "ბითლზის" კონცერტს დაესწრო ჰამბურგში. 1962 წელს ჯგუფის
წევრი გახდა და რინგო სტარის სახელით გაეცნო მსოფლიოს. ჯგუფის დაშლის
შემდეგ სოლო კარიერაც განაგრძო და კინოშიც მოსინჯა ბედი. პირველი ცოლი,
მორინ კოქსი, 1965 წელს შეირთო. მისგან სამი შვილი - ზაკი, ჯეისონი და ლი
ეყოლა. 1981 წელს კი ჯეიმს ბონდის ყოფილი გოგონა, მსახიობი ბარბარა ბახი
მოიყვანა ცოლად. რინგოს უფროსი ვაჟი, ზაკი, მამის მსგავსად მუსიკოსია.
უკრავდა ჯგუფებში "ოაზისი" და "პუ". მ.
0
1145
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0