თავის მოვლა გინდათ არასდროს გასუქდეთ? ეს ხომ სულ ადვილია... 2013, 23 იანვარი, 2:35 ![]() 3. მოვიხმაროთ სითხის დიდი რაოდენობა - ნებისმიერი დიეტის ოქროს წესი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეღამური მინიმუმი არის 1, 5-2 ლიტრი. ასევე შეგვიძლია ავიდუღოთ მწვანე ჩაი, რომელიც წმენდს ორგანიზმს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. 4. რაციონში ჩართეთ ზღვის კომბოსტო. ეს პროდუქტი შეიცავს იოდს და ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. 5. ვეწვიოთ აბანოს-სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობა სულისა და ხორცისათვის. აბანოს პროცედურები ასტიმულირებენ ოფლის გამოყოფას და ცხიმების წვას. რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. დაორთქვლის წინ შეიძლება მარილის და თაფლის წასმა. 6. დავლიოთ მშრალი ღვინო. ეს არ ნიშნავს, რომ გაგვიჩნდეს მიდრეკილება ალკოჰოლისადმი. თან სასმელი უნდა იყოს მაქსიმალურად ნატურალური, არ შეიცავდეს საღებავებს და ქიმიურ დანამატებს. 7. განვეწყოთ პოზიტიურად და ხშირად გავიღიმოთ. 10 წუთიანი სიცილი წვავს 40 კალორიას და მეტაბოლიზმს აჩქარებს 20%-ით. ანალოგიური რეაქცია ხდება საშინელებათა ფილმის ყურებისას, მაგრამ ფილმების მოყვარულებს შესვენებებს ვურჩევთ. 8. გამოვიყენოთ რძის პროდუქტები(მაწონი, ხაჭო, იოგურტი), რომლებიც შეიცავენ კალცს. გარდა იმისა, რომ სასარგებლოა კბილებისა და ხერხემლისთვის, ისიც აჩქარებს მეტაბოლიზმს. 9. სპორტი. ქალები შეიძლება დაკავდნენ ფიტნესით, იოგით, აერობიკით. მთავარია, სპორტის სახეობები ვცვალოთ და არ მოხდეს შეჩვევა. 10. მასაჟი. სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურები. ამაზე არაერთი სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ გავიკეთოთ 6 თვეში ერთხელ თაფლის და ანტიცელოლიტური. 2641 9-ს მოსწონს
|