x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
აშშ მოითხოვს იულია ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

imageუკრაინის საიტებზე გავრცელდა ჰილარი კლინტონის წერილის ნაწყვეტი: "მე დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალს მოცემულ ვითარებას და ვადასტურებ, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს თქვენს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. იმედია, ახალი წელი მოიტანს ახალი პერსპექტივას" - კლინტონმა მიმართა ყოფილ პრემიერ მინისტრს უკრაინაში.


შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში, ტიმოშენკომ გამოაცხადა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია, რომელიც მიმართული იყო მუდმივი ვიდეო მეთვალყურეობის წინააღმდეგ, მისი საავადმყოფოში პალატაში.


გასულ პარასკევს, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ ფშონკამ განაცხადა, 1996 წლის გახმაურებული მკვლელობის გამოძიების საქმის დასრულების შესახებ.


არსებული მონაცემების თანახმად, გამომძიებლები ადასტურებენ, რომ ქილერი დაიქირავეს ტიმოშენკომ და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პაველ ლაზარენკომ. აქედან გამომდინარე, ყოფილ პრემიერს ემუქრება სამუდამო პატიმრობა.

0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0