x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
მელაძე მოკლული ექთნის შვილებს შეინახავს
imageმუსიკალური პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, რომელმაც საავტომობილო ავარიაში სასიკვდილოდ დააშავა 30 წლის ექთანი, იძულებულია მის ობლებს დაეხმაროს. როგორც "მოსკოვსკი კომსომოლეცი", გვაუწყებს კომპოზიტორმა ანა პიშალოს შვილებს გადაურიცხა 30, 000 დოლარი.


"Lexus" ბორბლებ ქვეშ დაღუპული ქალის ახლობლებმა არ დაადასტურეს მელაძის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი. მათი თქმით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ შეინახავს, ჩააცმევს და ასწავლის ობლებს. საინფორმაციო წყაროების თქმით, კომპოზიტორი ძალიან განიცდის ახალგაზრდა ქალის დაღუპვას. მელაძემ განაცხადა, რომ მზად არის მუსიკის წერასაც კი დაანებოს თავი, დახუროს თავისი პროექტები, ვინაიდან ეს ტრაგედია მუშაობის საშუალებას არ აძლევს.


უბედური შემთხვევა ცნობილი პროდიუსერის მონაწილეობით, მოხდა გასული წლის 27 დეკემბერს, კიევის ტრასაზე, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე. ქალი გადადიოდა გზაზე ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც მას დაეჯახა მელაძის ავტომანქანა. მისი ცხედარი იპოვეს დაახლოებით 20 მეტრში.


ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა . როგორც ცნობილი გახდა, დაღუპულს დარჩა ორი შვილი - ორი წლის და ხუთი წლის სოფია და დანიელი.



ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მძღოლი ავარიის დროს იყო ფხიზელი, მაგრამ, თვითმხილველთა განცხადებით, პროდიუსერი მანქანას მართავდა გადაჭარბებული სიჩქარით - 120 კმ / სთ.


მუსიკალური პროდიუსერის კონსტანტინე მელაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ითვალისწინებს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

0
467
4-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0