x
image
ლადო_25
"მამაკაცები ბოლო კაბაში"

imageყველაზე უკომპლექსო ევროპელი მამაკაცები გაერთიანდნენ ასოციაციაში, რომელიც ბოლო კაბების ტარების უფლებისთვის იბრძვის. მათი ძირითადი მიზანია, მიიღონ კომფორტი და სიამოვნება.

ოფიციალურად, ასოციაცია "მამაკაცები ბოლო კაბაში" სამ ათეულ მამაკაცს ითვლის, რომლებიც ინტერნეტით ეჭორავებიან ერთმანეთს: "ტრიაპკებზე", მამაკაცურ ემანსიპაციასა და მარტოობაზე. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია - მათ საიტს ბოლო კაბის ჩაცმის უამრავი მოსურნე ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს.

ასოციაციის ხელმძღვანელი, 39 წლის დომინიკ მორო აცხადებს: "ჩვენი სურვილი სულაც არ არის ის, რომ ამით ხალხის ყურადღება მივიქციოთ. არ ვართ ექსპიბიციონისტები, არც ფოლკლორის მიმდევრები. დღეს დასავლეთში 2 მილიონი მამაკაცი ჩვეულებრივ ატარებს ქვედა კაბას. კილტი - შოტლანდიაში, სარონგი - სამხრეთ აზიაში, პარეო - პოლინეზიაში, ჯელაბა - აფრიკაში ... ეს ყველა მამაკაცის სამოსია. კაბას მამაკაცები უძველესი დროიდან ატარებდნენ. შარვალი კი გაცილებით გვიან შემოვიდა. ჩვენ უფრო ტრადიციულები ვართ და ეს მოთხოვნა სულაც არ არის განსაკუთრებული და მით უმეტეს, გასაიცხი.




1
220
7-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
220
  
2013, 23 იანვარი, 0:26
თან მაღალ ქუსლებიც აცვია :D ამ კაცს ვერ შევედავებით, მართალია, მაგრამ ეხლა უხერხულია, თვალები არა შეჩვეული.
0 1 1