სხვა ბიჭისა და გოგოს უცნაური დიალოგი (მეორე ნაწილი) 2013, 22 იანვარი, 21:20 (გაგრძელება) პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://intermedia.ge/სტატია/24875-ბიჭისა-და-გოგოს-უცნაური-დიალოგი/167/ -არა ეს ისეთი საუნჯეა, არც ფორმა აქვს და არც გამოსახულება, ყველას სურს რომ ეს ჰქონდეს, ზოგს კი ჰგონია რომ აქვს, მაგრამ სინამდვილეში არ აქვს. -რა გამოცანებით მესაუბრებით? -თქვენ ქალი ხართ! -ეს ვიცი -თქვენ გამორჩეული ქალი ხართ! -მკერავთ? -თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ სითბო, იყოთ კარგი მეგობარი, გულთნ მიგქონდეთ ყველაფერი, მისცეთ კარგი რჩევები, გამოხატოთ ღვთებრივი ემოცია, გწამდეთ თითოეული სიტყვის და ენდობოდეთ, შეგიძლიათ აპატიოთ უპატიებელი და კიდევ ბევრი რამ რაც სხვას არ შეუძლია ან ყველას ერთად ვერ აკეთებს. -ეს არის ჩემი საუნჯე? -არა ეს თქვენი კარგი თვისებებია, მაგრამ თქვენ არ აფასებთ ამას, მოგწონთ ის რაც ლამაზია და არა კარგია. შეიძლება ის საუნჯე რომელიც თქვენ ღმერთმა გიბოძათ წლების მერე ჩაიკარგოს, რადგან თქვენი ბავშვური საქციელით, ხელში ჩაუგდოთ იმას, ვინც ამას გაანადგურებს და ჩაფერფლავს. -ისე მესაუბრებით თითქოს, მთელი ცხოვრება გქონდეთ განვლილი და მისი კარგი და ცუდი იცოდეთ. არადა ჩემზე უმცროსიც შეიძლება იყოთ. -დიახ, მე პატარა ვარ, მაგრამ მენანება უს რასაც ვხედავ, მინდა რომ კარგი იპოვოთ, ვინც თქვენ დაგაფასებთ და თქვენს გრძნობებზე არ ითამაშებს. -თქვენ მე სიყვარულს მასწავლით? -არა, მე არ შემიძლია გასწავლოთ სიყვარული, რადგან ყველა ადამიანს თავისებურად უყვარს. -და თქვენ რატომ ხართ ჩემით ასე შეწუხებული? -იმიტომ რომ ყველა კარგი ქალი ჩემთვის ძვირფასია. -და საუნჯე მაინც არ მითხარით რა მაქვს? -ეს თქვენ უნდა შეიცნოთ თქვენს თავში და დააფასოთ. მე მიგანიშნეთ, სულ ეს იყო. -და რა იქნება შემდეგში? -წავალ მე -ვეღარ გნახავთ? -არა, მე სულ თქვენ გამოგყვებით და დაგაკვირდებით. -როდემდე? -მანამ სანამ საჭირო იქნება, თუ შემეძლება და მომცემთ უფლებას მთელი სიცოცხლე. -კიდე როდის გნახავთ? -როცა თქვენ დაგჭირდებათ! 129 1-ს მოსწონს 1-ს არა
|