x
image
ნინი მელიქიშვილი
პეპელას გაკვეთილი

imageერთხელ ადამიანმა იპოვა პეპელას პარკი.რამდენიმე დღეში მასში გაჩნდა პატარა ხვრელი.ადამიანი ხედავდა, პეპელა როგორ ცდილობდა მრავალი საათის განმავლობაში პარკიდან გამოსვლას.იყო მომენტი როცა პეპელას არაფერი გამოსდიოდა.ადამიანი ფიქრობდა, რომ იგი ამ პარკიდან ვეღარ გამოვიდოდა.მაშინ მან გადაწყვიტა დახმარებოდა პეპელას - და ცოტა გაჭრა პარკი.პეპელა ადვილად განთავისუფლდა პარკისგან, მაგრამ მას აღმოაჩნდა ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი და სუსტი ფრთები. ადამიანი აკვირდებოდა მას და ფიქრობდა რომ სადაცაა მისი ფრთები მომაგრდებოდნენ, პეპელა ფორმაში ჩადგებოდა და გაფრინდებოდა.მსგავსი არაფერი მომხდარა....ადამიანის სურვილმა დახმარებოდა პეპელას, გაანადგურა მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი პირობა.იმისათვის რომ პეპელამ შეძლოს ფრენა აუცილებელია მოახერხოს პარკის ვიწრო ხვრელიდან თავისი ძალით გამოსვლა.დახარჯული ძალის წყალობით მისი ორგანიზმიდან მჟავა გადადის ფრთებში, რაც ფრთებს აძლიერებს.
ცხოვრება აიძულებდა პეპელას დიდი წვალებით დაეტოვებინა ეს პარკი, იმითვის რომ მას შეძლებოდა ზრდა და განვითარება.
ზოგჯერ ცხოვრება ჩვენგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას.ჩვენ რომ გვქონოდა ისეთი სიცოცხლე, სადაც არ შევხვდებოდით სირთულეებს და პრობლემებს, ვიქნებოდით გარიყულები და ვერასოდეს შევძლებდით გავმხდარიყავით ისეთები, როგორებიც ჩაგვიფიქრა ჩვენ ცხოვრებამ.

1
270
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
270
  
2013, 22 იანვარი, 20:59
ნინი, საიდან სადაო, მაგრამ ჯუან ძის სიზმარი გამახსენდა:))

ერთხელ ჯუან ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო , ახლა კი, როდესაც გაიღვიძა აღარ იცის, ჯუან ძია , რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელაა , რომელსაც თავი სიზმარში ჯუან ძი ეგონა:) )
0 1 1