ნამდვილი მეგობრობისა და მადლიერების საოცარი
ისტორია, რომელიც დაიწყო 1969 წელს როცა ლონდონში ორმა მეგობარმა ენტონი ბრუკმა და ჯონი რენდელმა თავიანთ მეგობარ გოგონებთან ერთად გადაწყვიტეს შ...უაგულ ლონდონში ლომი აღეზარდათ. ლომს მათ ქრისტიანი დაარქვეს.ლომი როცა გაიზარდა
მისი შენახვა და დატოვება შეუძლებელი გახდა. ცხოველების უფლებათა დამცველების დაჟინებული მოთხოვნით ქრისტიანი დააბრუნეს მისთვის ჩვეულ გარემოში.მეცნიერის, ჯორჯ ადამპსონის დახმარებით მოხერხდა ქრისტრიანის ლომისთვის ჩვეულ ადგილას ადაპტირება. მათ ქრისტიანს საპირისპირო სქესის ლომიც მოუნახეს და სულ ცოტა ხანში იგი ლომების დიდი ოჯახის უფროსი გახდა. გავიდა ერთი წელი და მისმა აღმზრდელებმა მოისურვეს ენახათ თავიანთი “შიანური ცხოველი''. ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ გასული იყო მთელი
წელი, რომ ქრისტიანი უკვე მეთაური იყო თავისი ოჯახის და იგი ვერანაირად იცნობდა თავის პატრონებს. თუმცა ლომის აღმზრდელები არ ნებდებოდნენ და დიდხნიანი ძებნის შემდეგ აფრიკაში მათ იპოვეს ქრისტიანი. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მან ყოფილი პატრონები იცნო. მათ შეხვედრის და ამ ლომის ისტორია კი იქნცა სენსაციად.