ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაინიშნენ 2012, 17 აპრილი, 12:10 გასული დღეების მთავარი მოვლენა გახდა ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნიშნობის ცნობა. წყვილი ერთად გამოჩნდა 2005 წელს. მას შემდეგ საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა მათი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას. თუმცა წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანჯელინას და ბრედს შეემატათ ექვსი შვილი, მათ შეიძინეს ერთობლივი უძრავი ქონება მთელ მსოფლიოში, დაკავებული იყვნენ ქველმოქმედებით და რაც მთავარია სამსახიობო კარიერით.
როგორც იქნა ანჯელინამ და ბრედმა დაქორწინებისთვისაც გამონახეს დრო. წყვილის დანიშვნის ცნობა ოფიციალურად დაადასტურა მათმა წარმომადგენელმა, თუმცა ქორწილის თარიღი ჯერ არ განიხილება. ოფიციალური დაქორწინება ბრედმა და ანჯელინამ ბავშვების მოთხოვნით გადაწყვიტეს. წესისამებრ ბრედმა ანჯელინას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა, რომლის დიზაინი თავად შექმნა იუველირ რობერტ პროკოპომთან ერთად. 91 3-ს მოსწონს
|