x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაინიშნენ
გასული დღეების მთავარი მოვლენა გახდა ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნიშნობის ცნობა. წყვილი ერთად გამოჩნდა 2005 წელს. მას შემდეგ საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა მათი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას. თუმცა წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანჯელინას და ბრედს შეემატათ ექვსი შვილი, მათ შეიძინეს ერთობლივი უძრავი ქონება მთელ მსოფლიოში, დაკავებული იყვნენ ქველმოქმედებით და რაც მთავარია სამსახიობო კარიერით.

როგორც იქნა ანჯელინამ და ბრედმა დაქორწინებისთვისაც გამონახეს დრო. წყვილის დანიშვნის ცნობა ოფიციალურად დაადასტურა მათმა წარმომადგენელმა, თუმცა ქორწილის თარიღი ჯერ არ განიხილება. ოფიციალური დაქორწინება ბრედმა და ანჯელინამ ბავშვების მოთხოვნით გადაწყვიტეს. წესისამებრ ბრედმა ანჯელინას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა, რომლის დიზაინი თავად შექმნა იუველირ რობერტ პროკოპომთან ერთად.
image

image


























image


image

image

image

image

0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0