x
8 ხერხი რომელსაც უნდა ფლობდე ზაფხულში
ზაფხულში დროს უქმად არავინ კარგავს. ზღვაზე იქნები თუ შუა ზღვაში იახტაზე, საქართველოში თუ უცხოეთში, საკუთარ დროს უაზრო წვრილმანებში ნუ დახარჯავ. ეს შენთვისაა სწრაფი კურსი რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად და კიდევ იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არასოდეს აღმოჩნდე.




1.მივიპყროთ ბარმენის ყურადღება


ამ თამაშის სახელწოდებაა ''აბა დამინახე''. ზღვისპირა ბუნგალოებსა და ბარებში ყურადღების მიქცევა იოლი საქმე როდია, შეიძლება საათები შეალიო ერთი ჭიქა უწყინარი გაზიანი სასმელის ლოდინს! ბარმენები გამუდმებით მოძრაობენ, მათ ყოველი მხრიდან რაღაცას უყვირიან, ამიტომ თუ გაუღიმებ და თავხედური ყვირილით არ მოაბეზრებ თავს, აუცილებლად შეგამჩნევს. ნუ დაერჭობი ერთ ადგილას, თუ რა თქმა უნდა, უკვე ბარის წინ არ დგახარ.



''ჩვენ ბარის ბოლოდან ვიწყებთ მუშაობას და მეორე ბოლოში ვასრულებთ. დადექი ბარის ბოლოს, იმ მხარეს, რომლისკენაც ვინაცვლებ და მალე აუცილებლად შენს წინ აღმოვჩნდები''- მითხრა ერთხელ ჩემმა ნაცნობმა ბარმენმა.


ასევე მნიშვნელოვანია, ხელში ბარმენის დასანახავად ფული გეჭიროს, ეს უკვე საქმიანი წინადადებაა, რაც ნიშნავს, რომ სასმელი არჩეული გაქვს და გადასახდელადაც მზად ხარ.

image

2. გადავურჩეთ ინფექციას საზოგადოებრივ ტუალეტში


ამ საზიზღარ, ბინძUრ საპირფარეშოებში შეიძლება ინფექციური დაავადებაც კი შეგეყაროს. არასოდეს მესმოდა მათი, ვინც ამ "საოცარ შენობაში" იმდენ დროს ატარებს, რამდენიც საპირფარეშოს კაბინის შიდა კარზე შემდეგი სიტყვების ამოკაწვრას სჭირდება: "სალომეს+ზურა=შეყვარებულებს". შენ ასე არ მოიქცე... გამოკვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტის პირველი და შუა კაბინები ყველაზე მეტადაა დაბინძურებული, რადგან მათ ყველაზე ხშირად იყენებენ, ამიტომ ეცადე ბოლო კაბინაში მოხვდე. ჩვენებურ საპირფარეშოებში უნიტაზები თითქმის არ გვხვდება, მაგრამ თუ მაინც გადააწყდი ასეთს, ტუალეტის ქაღალდი დააფინე და ისე ჩამოჯექი. წყალი კი მხოლოდ ჩაცმის შემდეგ ჩაუშვი. რაც შეეხება ხელების დაბანას : ონლანი ასვე ბაქტერიების ბუდეა, ა მიტომ ონკანი ტუალეტის ქაღალდით მოუშვი და დაკეტე. ხელები სხვა ხელასხოცით გაიმშრალე ან საშრობის ქვეშ შეყავი

image

3. შევიანრჩუნოთ მაკიაჟი


თუ სიცხეში შენმა მაკიაჟმა კრახი განიცადა, შეგიძლია პრობლემა იქვე მოაგვარო.


შხაპი: სახეზე ცივი წყალი შეისხი, ეს ფორებს შეავიწროებს და სახის კანის ფერს გაგიუმჯობესებს.


გაწმენდა: ცხიმიანი კანი ხელსახოცით ან პირსახოცით გაიწმინდე.


გადაფარვა: შენიღბე თვალების გარშემო წითელი გარსი, რაც კვლავ ჯანსაღ იერს დაგიბრუნებს.


გაფერადება: მარწყვის წვენი დალიე ან ვარდისფერი კანფეტი შეჭამე, რაც ტუჩებს სასიამოვნო ფერს შესძენს.

image


4. შევავსოთ ხელჩანთა საჭირო ნივთებით


ჩვენ ახლა ვსაუბრობთ - გასაღებზე, საფულეზე, მზის სათვალეზე, მობილურ ტელეფონზე, ასევე კოსმეტიკის პატარა ჩანთაზე, რომელშიც ერთი პომადა, რუჟი და სარკე ეტევა, ასევე პირადი მოხმარების ნივთებზე. ქაღალდის ხელსახოცზე. ჰიგიენური პაკეტებზე, ტკივილგამაყუჩებელი აბებზე და პატარა სავარცხელზე. სხვა დანარჩენი შეიძლება სახლში ან მანქანაში დატოვო. სწორად შეარჩიე მეორე დამხმარე ჩანთა, რომლის მთავრაი ღირსებაც უამრავი პატარ-პატარა ჯობეა, შენი საფულე და კოსმეტიკის ჩანთა ძირითად ნაწილში შეგიძლია მოათავსო, მაგრამ პატარა საგნები (მაგალითად, გასაღები) შეგიძლია სხვა ჯობეში ჩააწყო. ასე ნივთების ძებნაზე დროს აღარ დაკარგავ.image


ეს ჩემი ოთხი ხერხი თუ მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში და დანარჩენ ოთხსაც შემოგთავაზებთ !

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:შაილო
შაილო
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0