x
image
გალაქტიონი
ბიჭისა და გოგოს უცნაური დიალოგი
image-შეიძლება, ერთი წუთით დამიცადეთ!

-უკაცრავად, მითხარით რაიმე?

-დიახ, თუ შეგიძლიათ დამიცადეთ

-ვინ ბრძანდებით?


-ადამიანი

-ეგ მეც ვიცი

-კარგი, მაშინ ადამიანი რომელიც მოგყვებათ

-მომყვება? რატომ ან საიდან?

-სულ რაღაც ცოტა ხანია მოგყვებით, გაკვირდებოდით და რაღაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის

-რომელ ქუჩაზე ამეკიდეთ? ან რამდენი ხანია მომდევთ?

-რამოდენიმე თვეა ზუსტად არ ვიცი, არ დამითვლია.

-რამოდენიმე თვე ცოტა ხანია?

-ძალიან ცოტა

-რა გინდათ?

-ასე ვერ გეტყვით, გაგაცილებთ

-და უარი რომ გითხრათ? არ მინდა გაცილება, მით უმეტეს უცნობის.

-სამაგიეროდ მე მინდა, მე გიცნობთ თქვენ.

-დამანებებთ თავს თუ ალტერნატიულ გზას მივმართო?

-პოლიციაში დარეკავთ? გაიქცევით? თუ სხვა ხერხს მიმართავთ?

-მოგეწონებოდათ, თქვენს დას ვიღაც უცნობი აჰკიდებოდა ქუჩაში?

-მე და არ მყავს!

-ხოდა ვისაც ჰყავს არ ესიამოვნებოდა, რა გნებავთ?

-კარგით, მე მაწუხებს ის რომ თქვენ ფლობთ საუნჯეს და ამას არასწორად იყენებთ!

-საუნჯე? მეღადავებით? ვინ დამიტოვა ბებიამ, ბაბუამ თუ ვიღაც უცნობმა მდიდარმა ნათესავმა?

(გაგრძელება იქნება)....


0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0