x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ახალგაზრდა ერთმა ბოთლმა ლიმონათმა გამოასალმა სიცოცხლეს
imageრუსეთში, კერძოდ, კრასნოიარსკში 13 წლის მოზარდი მოწამლვისგან გარდაიცვალა საავადმყოფოს პალატაში.


წინასწარი მონაცემებით, ვარჯიშიდან დაბრუნებულმა ალექსანდრე კოსტიუკმა დალია ლიმონათი და შემდეგ ცუდად გახდა. დაეწყო ღებინება და ცხელება. დილით, მოზარდმა თავი უკეთესად იგრძნო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დაეწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. საშინელმა გამონაყარმა არა მარტო მშობლები, არამედ ექიმებიც შეაშინა და ბიჭი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვი გარდაიცვალა.


ალექსანდრეს მშობლებმა დანამდვილებით არ თქვეს რითი გარდაიცვალა მათი ვაჟიშვილი. მამამისის თქმით, როდესაც ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი კანი ღია ყვითელი ფერის იყო. მოზარდის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება, რათა გაერკვიათ, თუ რა დაემართა მის შინაგან ორგანოებს.


ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გააჩნდა ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, თითქოს ბავშვს შხამი დაელიოს.



ბავშვისთვის შხამი აღმოჩნდა ტარხუნის ლიმონათი.


ბიჭის მშობლებმა დაწერეს განცხადება, საგამოძიებო კომიტეტში.


ალექსანდრე კოსტიუკი არ სვავდა ალკოჰოლურ სასმელებს, არც ეწეოდა და ჰქონდა პერსპექტიული სპორტული კარიერა. იგი მიწვეული იყო ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებში, კრასნოიარსკში და იყო ოლიმპიური სკოლის რეზერვი.


0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0