x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
FACEBOOK – ი 104 მილიარდ დოლარად შეაფასეს

რამოდენიმე დღის წინ გაიმართა, მსოფლიო საფონდო ბირჟაზე ერთ–ერთი უმსხვილესი აქციების განთავსება. FACEBOOK- ის კომპანია 104 მილიარდ დოლარად შეფასდა. მან IPO შედეგად 16 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა შეძლო. სანამ ეს კომპანია შეფასდებოდა და გამოვიდოდა მსოფლიო საფონდო ბირჟაზე, რამოდენიმე დღით ადრე ცნობილმა ექსპერტებმა მას დიდი წარმატება უწინასწარმეტყველეს. ამასთან ძალიან ბევრი ეკონომისტი, FACEBOOK–ის ზედმეტად შეფასებაზეც საუბრობს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი არის. შესაძლებელია მართლაც ზედმეტად შეაფასეს რადგან, ამერიკული უმსხვილესი ბანკი Citigroup ბაზრის მიერ 76 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, Macdonald's შეაფასეს 91 მილიარდად ხოლო Google 201 მილიარდ დოლარად. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Facebook ზედმეტად შეაფასეს, მაგრამ რამდენადაც გასაკვირია ეს სიმართლე გახლავთ. კომპანიის ერთი აქცია 38 დოლარად იყიდებოდა. ამის გამო გამოჩნდა ბევრი მსურველი და მათ სურდათ აქციების შეძენა. Facebook– მა მსოფლიო ბირჟაზე სიდიდით მესამე IPO მოხსნა. პირველ ადგილზეა Visa, ის შეაფასეს 17, 86 მილიარდ დოლარად, 2009 წელს. მეორე ადგილი უჭირავს იტალიურ კომპანია Enels, 16, 45 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე Facebook გავიდა 16 მილიარდი დოლარით. მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, 30.2 მილიონი აქცია გაყიდა და 1, 15 მილიარდი დოლარი ჯიბეში ჩაიდო. ამის შემდეგ, იგი განთქმული Forbes- ის რეიტინგში 29 ადგილზე დაწინაურდა და მან უკან ჩამოიტოვა Googles დამფუძნებელი სერგეი ბრინი. ექსპერტები თვლიან, image რომ Facebook- ს დიდი მომაფალი აქვს და მისგან მშვენიერ ფინანსურ შედეგებს ელიან.

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:K.G
K.G
19