სხვა "ბავშვი საოცრება " 2013, 21 იანვარი, 0:33 აფრიკაში, ფრანგი ფოტოგრაფების ოჯახში დაბადებული ტიპი დეგრე აფრიკულ უდაბნოში გაიზარდა და გარეულ ცხოველებთან ერთად საერთო ენაც გამონახა. გოგონა მრავალი წელი ცხვორობდა ცხოველებთან ერთად. გოგონას მშობლებმა სილვია და ალან დეგრეებმა საკუთარი შვილის "აფრიკული ცხოვრება" ფირზე დააფიქსირეს. 1998 წელს გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "ტიპი აფრიკაში". ტიპი თავისი ცხოვრებით ძალიან პოპულარული გახდა. მან მალევე დაიმსახურა ზედმეტსახელი "გოგონა-მაუგლი". 10 წლის შემდეგ ოჯახს საფრანგეთში დაბრუნება მოუწია. გოგონას სამყაროს შეცნობა თავიდან მოუწია. ახლა ის 22 წლისაა. წარსულში დაბრუნებისას ის ამბობს, რომ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა და თავს ნამდვილ აფრიკელად გრძნობს. 859 13-ს მოსწონს
|