x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
რას წარმოადგენდა ჟირინოვსკი საბჭოთა კავშირის დროს?
imageუცნობი ფაქტები...

რუსეთის პოლიტიკოსი, ვიცე სპიკერი, სახელმწიფოს სათათბიროს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და თავჯდომარე, დამსახურებული იურისტი...

განათლება: 1953-1964 წლებში ვლადიმერ ჟირინოვსკი სწავლობდა ალმა-ატას საშუალო სკოლაში, 1964 წელს, ჩამოვიდა მოსკოვში და შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა "თურქული ენის და ლიტერატურის " სპეციალობით.
1965 - 1967 წლებში ასევე სწავლობდა უნივერსიტეტში მარქსიზმ-ლენინიზმის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

ვლადიმერ ჟირინოვსკი ასევე ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს.


მამა - ვოლფ ისაკის ძე ედელშტეინი (1907-1983), დაკრძალეს ისრაელში. მამა მხოლოდ დედის გადმოცემით ახსოვს. ჰყავდა მამინაცვალი - ვლადიმერ ანდროს ძე ჟირინოვსკი.

მეორედ არის დაქორწინებული პირველ ცოლზე - გალინა ლებედევაზე, 1977 წელს წყვილი გაეყარა, მაგრამ 1985 წლიდან, ისევ ერთად ცხოვრობენ.

1990 წელს ჟირინოვსკებმა თავის ვერცხლის ქორწილზე ჯვარი დაიწერეს.
ჰყავს ძე - იგორ ვლადიმერის ძე ლებედევი, დაბადებული 1972 წელს. აქვს იურიდიული განათლება. 2000 წლის იანვარში, იგი არჩეულ იქნა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ.
ჟირინოვსკის ჰყავს ტყუპი შვილიშვილები - ალექსანდრე და სერგეი (დაბადებული 1998 წელს). სწავლობენ სკოლა პანსიონატში.

1970-1972 წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც ლეიტენანტი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბბინაში თბილისში. მუშაობდა საბჭოთა მშვიდობის კომიტეტში.
1989 წლის ბოლოს, ჟირინოვსკი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის შექმნაში და 1990 წლის მარტში გახდა მისი თავმჯდომარე.

1996 წლის იანვარში, კენჭს იყრიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, სადაც ხმების 5, 78% დააგროვა.

2008 წელს ჟირინოვსკი კვლავ კენჭს იყრიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე (აიღო ხმების 9, 35% ). მაგრამ არჩევნები მოიგო პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც ხმების 70, 28 პროცენტი დააგროვა.
2009 წლის დეკემბერში, ჟირინოვსკი კიდევ ერთხელ იქნა არჩეული ლიბერალური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ.

ვლადიმერ ჟირინოვსკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კანონმდებელია.

0
399
3-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0