კულტურა ტომ კრუზს სახლში სპეცრაზმი მიუვარდა! 2013, 20 იანვარი, 20:55 ჰოლივუდის ვარსკვლავს, ტომ კრუზს სახლში სპეცრაზმი მიუვარდა.საქმე კი იმაშია, რომ ანონიმმა დარეკა "911" - ზე და განაცხადა ვითომ კრუზის სახლში სროლის ხმა გაისმა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სატელეფონო ხულიგნის ხუმრობა იყო და არავითარი სროლა არ ყოფილა.თვითონ ტომ კრუზს ეს ფაქტი არ შეხებია, რადგან იმ მომენტში სახლში მხოლოდ დაცვა და მზარეული იმყოფებოდნენ. ესეთი სახის სატელეფონო ხულიგნობა ბოლო დროს ძალიან ხშირი გახდა.პოლიციის ცრუ განგაშით გამოძახება მოხდა ეშტონ კატჩერის, ჯასტინ ბიბერის და სხვა ვარსკვლავების სახლებში.ხულიგანს სამართალდამცავები ეძებენ. 43 9-ს მოსწონს
|