x
ორსული შაკირა და პიკე გაშიშვლდნენ

შაკირა და ფეხბურთელი ჟერარ პიკე შვილს ელოდებიან და როგორც ჩანს, ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები წყვილს ძლიერ აღელვებს. მომღერალი უკვე დიდი ხანია „უნისეფის“ კეთილი ნების ელჩია. მან ახალ საქველმოქმედო კამპანიაში საქმროსთან ერთად გადაწყვიტა მონაწილეობა, რომელსაც „World Baby Shower“ ეწოდება. "უნისეფის" განმარტებით, ეს გახლავთ ინტერაქტიული ონლაინ პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბავშვთა ინტერესების დასაცავად შეიქმნა. შაკირასა და ჟერარს სურთ, შეგვახსენონ, რომ მსოფლიოში უამრავი ბავშვი იმ ავადმყოფობით იტანჯება, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია და რომ ისინი ჩვენს დახმარებას ელიან.image

0
41
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0