x
image
K.P.
ორსული ნინი ბადურაშვილი ოჯახზე გადაერთვება, კარიერაზე კი უარს იტყვის?

imageნინი ბადურაშვილი უკვე სამი თვის ფეხმძიმეა. ამ ფაქტს ნინიც და მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. ის რამდენიმე დღეში მოსკოვში გაემგზავრება და ბავშვსაც იქ გააჩენს.

ნინის ბებია, ქალბატონი ლალი ნინის გათხოვების დღიდან ამბობდა, რომ მას ძალიან უნდოდა შვილის ყოლა. შედეგიც სახეზეა, ნინი უკვე ფეხმძიმედაა. ქალბატონი ლალი იმაშიც გვარწმუნებს, რომ ნინი შვილს ძიძას არ გააზრდევინებს, კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია და მალე მთლიანად ოჯახზე გადაერთვებაო. რას გადაწყვეტს ნინი ეს უკვე სხვა საკითხია. მოსკოვში ჩასულმა მომღერალმა ერთ პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო, ცოცხალ ბენდთან ერთად იმუშავა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. ნინი საკუთარი ბენდის შექმნმასაც აპირებდა, ფონოგრამაზე სიმღეარაც მომბეზრდა და ცოცხალი ბენდიც უფრო მოთხოვნადიაო. image

ნინის ძალიან გაუჭირდა უცხო ქალაქში ცხოვრება, ცივმა კლიმატმა და უცხო გარემომ თავისი გაიტანა. მისი თქმით, იქ ბევრად უფრო სწრაფი რიტმია, ქალაქი დუღსო. მომღეარალს იქ ვერავინ ცნობს, ეს კი ნინის სულაც არ მოსწონს. ირაკლი ცდილობს კარგი მეუღლე იყოს. ნინის დიასახლისობა კი ქმრის საუზმის გამზადებით შემოიფარგლება.

ნინი ვოკალშიც მეცადინეობს, უნდა უცხო ქვეყანაში ფეხი მოიკიდოს. მგონი ის კარიერაზე უარის თქმას სულაც არ აპირებს. ალბათ, კარიერასაც და ოჯახსაც ერთმანეთს შეუთავსებს. ყველაფერი რამდენიმე თვეში გაირკვევა. ვუსურვოთ მას წარმატებები... image

1
2407
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2407
  
2013, 21 იანვარი, 19:46
თურმე გემოვნება ქონია :)
0 1 1