შოუბიზნესი როსტო-არშემდგარი ბიზნესმენი, ცუდი მამა და პარტნიორი? 2013, 20 იანვარი, 11:00 ლევან როსტოშვილი-იგივე როსტო საქართველომ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" წყალობით გაიცნო. პროექტ "ცეკვავენ ვარსკლავების" წყალობით მისმა პოპულარობამ ერთიორად მოიმატა და გოგონების კუმირი სასურველ სასიძოთაც იქცა. ალბათ ბევრმა არ იცოდით, რომ როსტოს ვაჟი ჰყავს. ლევანის შვილის დედა უკრაინელი ჩემპიონი ცურვაში, რეგიონული დეპუტატი, ეროვნული გმირი იანა კლიჩკოვა აღმოჩნდა. წყვილის სიყვარულის ისტორია კაფეში დაიწყო, როდესაც ბიზნესის სპეციალისტი როსტო უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. უკრაინული პრესა წყვილის ფოტოებით აჭრელდა. როსტო ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობდა, შვილის გაჩენას მოუთმენლად ელოდა და სასიძოს სტაუსსაც იფერებდა. ერთი შეხედვით ლამაზი ურთიერთობა უცებ დაინგრა, მან ორსული იანა რამდენჯერმე ნახა და საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება როსტოს ურთიერთობას ვაჟთან, ის აქაც ვერ დაიკვეხნის, შვილიც მხოლოდ რამდენჯერმე ნახა. იანას მამა გვიამბობს: "ადამიანი, რომელიც კაზინოებში დადის და დილამდე კარტს თამაშობს, მერე კი შუადღემდე სძინავს, ნორმალურია? და საკუთარ თავს აძლევს უფლებას თქვას, რომ შვილს საქართველოში წაიყვანს იმიტომ, რომ "ხოხოლებს" არ შეუძლიათ ნამდვილი მამაკაცების აღზრდა. იმ მითს გავფანტავ, თითქოს ლევანი წარმატებული ბიზნესმენია. ის არანაირი ბიზნესმენი არ არის. იანამ თვითონ თქვა, რომ რესტორნებში მის ნაცვლად იხდიდა ფულს". საკითხავი კი ის სიმართლეა, რომელიც მხოლოდ როსტომ და იანამ იციან: ნეტავ რატომ დაინგრა აწყობილი ურთიერთობა? 1894 11-ს მოსწონს 2-ს არა
|