სისხლის სამართალი სასტიკი შურისძიება 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 2012, 17 აპრილი, 1:28 ჯერ კიდევ 90-იან წლებში თბილისში 19 წლის ბიჭის გვამი იპოვეს, იგი მომავალი ფეხბურთელი იყო რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ცივი იარაღით მიყენებული 24 ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობას მოწმე შეესწრო, რომელმაც ამოიცნო დამნაშავეები და ბავშვობის ძმაკაცები: 19 წლის ლევანი, და ძმები ირაკლი და დათო საკანში აღმოჩნდენ. თუმცა მოწმემ ჩვენება მალე შეცვალა და ახალგაზრდები გაათავისუფლეს. საქმე იმაში იყო რომ დათოს და ირაკლის მამა ერთერთი გავლენიანი პირი იყო და მოწმის მოსასყიდათ მან საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, მაშინდელი სამართლებრივი სისტემა კი ნამდვილად არ იყო იმ დონეზე განვითარებული რომ სამართალდამცავ ორგანოებს '' არ მოეკტეტათ'' მკვლელობის მიზეზი კი 18 წლის ელენე ზ. გახდა. იგი მოკლული ნიკოლოზ მ.-ის შეყვარებული იყო, წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა თუმცა ელენე მხოლოდ ნიკას სიყვარულის ობიექტი არ ყოფილა. არაერთი უარის მიღების შემდეგ ნიკა ანას თაყვანისმცემელმა დათომ, მისმა ძმამ და ძამაკცმა მოკლეს. ნიკას სიკვილდს მისი დედაც შეეწირა, რომელმაც ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და და ნიკას დასფლავებიდან 2 კვირაში ისიც საფლავს მიაბარეს. ნიკას მამა ბავშვობაში მოუკვდა, დარჩა მხოლოდ მისი 15 წლის და, - სალომე. რომელზეც მეურვეობა მის ბიძას დააკისრეს. ნიკას მკვლელობის შემდეგ ელენემ საქართველო დატოვა. იგი დიდხანს ''ყვიროდა'' რომ ნიკა დათოს და მისი ძმაკაცების მოკლული იყო, თუმცა მისი ხმა არავის არ ესმოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ელენე სიტუაციისთვის გაერიდებინათ და საზღვარგარეთ გაუშვეს განათლების მისაღებად. თუმცა მას ნიკა არასდროს დავიწყებია, და წლების შემდეგ საქართველოში შურისაძიებლად დაბრუნდა. ელენემ იპოვა ნიკას და სალომე, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და რომელსაც შურისძიების წყურვილი არასდროს არ განელებია. მათ რამნიდმე თვეში დგეგმეს 5 ადამიანის მკვლელობა, მოამზადეს ყველაფერი საიმისოდ რომ გაქცევა მოესწროთ და საქმეს შეუდგნენ. ელენემ და სალომემ ერთამენის მიყოლებით მოიტაცეს ლევანი, ირაკლი და დათო. თუმცა უყურადღებოს არც ძმების მამა დარჩენიათ. მან საკუთარი თვალით იხილა რა სისატკით აწამებდნენ მის შვილებს. სამივე ძმაკაცს ჯერ კასტრირება ჩაუტარეს, შემდეგ კი 24 ჯერ მიაყენეს ცივი იარაღით ჭრილობა. მათი სიკვდილის შემდეგ ძმების მამაც გაისტუმრეს საიქიოს. იგივე ხერხით შურისმაძიებლებმა მოკლეს ის ერთადერთი მოწმეც, რომელმაც ჩვენება შეცვალა. თითოეულ მოკლულს სხეულზე ზუსტად 24-24 ჭრილობა ჰქონდა, იმდენივე რამდნიც ნიკას. სანამ სამართალდამცავი ორგანოები დამახინჯებულ გვამეს აღმოაჩენდნენ და წლები წინ ჩადენილ ნიკოლოზ მ.-ს მკვლელობაზე გავიდოდნენ, ელენე და სალომე უკვალოდ იყვნენ გამქრალები. ( სახელები პირობითია ) 6656 7-ს მოსწონს
|