x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137471
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
ჯესიკას ბედნიერება
image

მომღერალმა და მსახიობმა ჯესიკა ისმპსონმა აღიარა, რომ ისეთი ბედნიერი, როგორც ამჟამად არის, არასდროს ყოფილა. ეს ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც საკუთარი თავის სიყვარული ისწავლა.
პირად ცხოვრებაში მთელი რიგი წარუმატებლობების შემდეგ თავის ახალ ბოიფრენდთან, მაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე ერიკ კონსონთან ერთიერთობას მისთვის მხოლოდ სიხარული მიაქვს.

- ის უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, - განაცხადა ჯესიკამ, - მას ჩემ ცხოვრებაში სინათლე შემოაქვს და მეხმარება საკუთარი თავის სიხვარულსა და უკეთ შეცნობაში. სასიამოვნოა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც შენით აღბრთოვანებას ვერ მალავს და ყოველმხრივ მხარში გიდგას.

მომღერალმა, რომელიც მრავალი წელია ზედმეტ წონას ებრძვის, ასევე აღიარა, რომ ის მეტად ემოციურია.

- როდესაც მოწყენილი ვარ, ჭამა მინდება, მაგრამ როდესაც ბედნიერი ვარ, საჭმელზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. საერთოდ, კალორიებს არასდროს ვითვლი, თუმცა მათზე ვფიქრობ. მე ტეხასელი ვარ და ამიტომ ყველაფერი შემწვარი მიყვარს, რაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია, მაგრამ, ამის მიუხედავად, კვირაში ერთხელ „შემწვარი კერძების“ დღეს ვაწყობ, - განაცხადა სიმპსონმა.

1
16
2-ს მოსწონს
ავტორი:SuNSuLA
SuNSuLA
16
  
0 1 1