x
წუთიერი გაელვება
დემოკრატიულ მარწუხებში ლამინირებული საზოგადოება, თავისი ჯერ კიდევ საბჭოური ინფანტილიზმით გამსჭვალული გონებით, მუდმივი ფიქრით იმაზე თუ რა ჭამოს, ვის რა წაგლიჯოს, ვინ ვისთან წვება.. მუდმივი საუბრები პოლიტიკურ მოვლენებზე 8 კლას დამთავრებული ტაქსისტი ზახარას შეუვალი არგუმენტებით და ჭკვიანური გამომეტყველებით.. 200 წლიანი რუსული ბატონობით გადაგვარებული და უუნაროდ ქცეული ერის ფუჭი და ამაო ლაქ-ლაქი იმაზე თუ როგორი ძლევამოსილები ვიყავით 3 ათას წლოვანი ისტორიის მანძილზე.. და ამ ყველაფრის ფონზე დღეს ჩვენი მენტალური დაბეჩავების არ აღიარება ან სხვაზე მიწერა.. მომავალზე არ ფიქრი და მწარე რეალობასთან შემგუებლობა...

ნაცრისფერი ხალხი

უფერო რეალობა

დახშული გონება


დარიგებული ტერიტორიები

კაცთმოძულეობა

ვაიპატრიოტიზმი

არაფრის რწმენა

გაუტანლობა

ინდეფერენტულობა...

მოლოტოვის კოქტეილივით გაზავებული ცეცხლსაშიში "საზოგადოება"image

1
122
5-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
122
  
2012, 14 მარტი, 14:25
სიყვარულზე ლაპარაკი ხო ზედმეტია:))
0 1 1