კონფლიქტები საზოგადოება თუ . . . ? 2012, 17 აპრილი, 0:46 ![]() დასახული მიზნისთვის ბრძოლა ცუდი არაა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს, ჩვენი სინდისი და ის ძარღვი უნდა შეეწიროს შუბლისა რომ ჰქვია, ჩემი აზრით, არ ღირს. ისედაც ყველაფერი ამაოა ამ ცხოვრებაში, სიცოცხლის ხანგრძლივობაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ვასწოროთ გზადაგზა. ამიტომაც, ჯობია თავის დროზე განვსაზღვროთ ამა თუ იმ მოვლენის, ჩვენი ნაბიჯის ავკარგიანობა, რის ფასად უნდა დაგვიჯდეს მიღწეული კომფორტი. ბალზაკისეული შეხედულება მაგონდება, საზოგადოებასთან, ადამიანთა ქცევის წესებთან დაკავშირებით. აი, რას ეუბნება ერთ-ერთი მაღალი ფენის წარმომადგენელი, ჯერ კიდევ გამოუცდელ ახალგაზრდას, რომელსაც სურს იმ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება: “რაც მეტად მიეცემით ცივ ანგარიშიანობას, მით უფრო შორს წახვალთ. ქალებს და კაცებს ისე უყურეთ, როგორც ფოსტის ჯახრაკა ცხენებს, რომელთაც თქვენ უახლოეს სადგურამდე იყენებთ...იმასაც ნახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ჩერჩეტებისა და არამზადებისგან შედგება... ან ზარბაზნის ტყვიასავით უნდა გაიკვლიოთ გზა ამ ბრბოში, ან ჭირის ბაცილასავით შეძვრეთ მასში. პატიოსნებას არავითარი სარგებლობა მოაქვს...'' (“შაგრენის ტყავი''). ესაა მე-19 საუკუნის საფრანგეთი. თუმცა, დროს, ადგილსა და წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვს? პრობლემა ერთია, (ეს ჩემთვისაა პრობლემა, თორემ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს. ავტ.). საზოგადოება ბრბოს ემსგავსება თავისი სურვილებითა და ქმედებებით. მე კი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აქ ჩემი ადგილი არაა და გული მტკივა. რამდენჯერ მომისმენია: “ნეტავი, შენ, მეტი დარდი არ გაქვს, შენს ცხოვრებას მიხედეო, მაგრამ... “კაცია და გუნება''. ასეთი და ვარ და შეცვლას არც ვაპირებ, უბრალოდ მინდა, მეტი სითბო, სიყვარული, ნდობა და ურთიერთპატივისცემა იყოს ადამიანთა შორის, თავს უკეთესად ვიგრძნობდი. ( მგონი, გავეგოისტდი:):):) ავტ.) პ.ს. ისე, დიდი სიამოვნებით გავუშვებდი ზოგ-ზოგიერთს “კარგ ადგილას'', მაგრამ მორიდებული გოგო ვარ :):):) 73 3-ს მოსწონს
|