შოუბიზნესი თამრიკო ჭოხონელიძეს ქმარმა ეკა მამალაძესთან უღალატა, როგორ აფასებს ის ამ ფაქტს წლების შემდეგ? 2013, 18 იანვარი, 22:29 "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძე დაბლოკილ მომღერალთა სიიდან ავტომატურად ამოეწერა. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ბერა ივანიშვილის ნათლიაა. თამრიკო ჭოხონელიძე რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს, მეუღლეს, გია როინიშვილს გაშორდა. ოჯახი ღალატმა დაანგრია. "ჭორები გიასა და ეკას რომანის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ქალაქში. ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა ჭორებმა თამრიკოც შეაწუხა და გიას დაელაპარაკა, რა ხდებაო. გია გადაირია, რა უნდა ხდებოდესო. ერთი პერიოდი ოჯახური სკანდალი მინელდა, მაგრამ არა ეკასა და გიას ურთიერთობა. ერთხელ გიას ტელეფონი შემთხვევით სახლში დარჩა. თამრიკომაც "სრულიად შემთხვევით" აპარატი ხელში აიღო და პირველივე ღილაკზე თითის დაჭერით ეკასთან მოხვდა. ძალიან გაბრაზდა. წავიდა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში და გიას ეკასთან დარეკილი ზარები ამოაბეჭდინა. გიას ბოლო სამი თვის მანძილზე 300-ზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი. აქ დამთავრდა მათი ოჯახური თანაცხოვრება"-იხსენებს ოჯახის მეგობარი. თამრიკოს ძალიან გაუჭირდა ღალატის გადატანა. მან მოღალატე მეგობარი სამუდამოდ წაშალა საკუთარი ცხოვრებიდან. რაც შეეხება გიას, ის თამრიკოს შვილების მამაა და ურთიერთობა მაინც აქვთ. ღალატით მიყენებული ჭრილობა კი მომღერალს ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. "ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ მე და გია ოფიციალურად ცოლ-ქმარი აღარ ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, მყარად ფეხზე დგომა, პირველ რიგში მისი შვილებისთვის და ჩემთვისაც. ძნელად ვივიწყებ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი და კარგი იყო, ამიტომ შინაგანად გიას გვერდში დგომის ინსტინქტი მაქვს"-ამბობს თამრიკო. 29479 22-ს მოსწონს |
"Умная женщина следит за собой, глупая - за своим мужем!
და ის,რომ თამრიკო თავს არ უვლიდა,არის უტიფარი ტყუილი.
რაც შეეხება იმას,რომ 130 კგ-ია, შეუგნებელი და უსირცხვილო ადამიანის გამოხტომაა და ვეტყოდი,რომ არავის უნდა ზედმეტი კილოგრამების ტარება და რომ ათასი მიზეზი არსებობს ადამიანის ასერიგად შეცვლისა.
მირჩევია ზედმეტი კილოგრამები ვატარო,სამაგიეროდ არ ვიყო სულელი და უზრდელი!