მსოფლიო სტალინის იუმორის შედეგი 2013, 18 იანვარი, 10:19 1943 წლის 30 ნოემბერს თეირანში გამართულ შეხვედრაზე სტალინმა რუზველტსა და ჩერჩილს შესთავაზა, ომის დამთავრების შემდეგ ბერლინის შუაგულში 50 ათას ნაცისტ ოფიცერს მოვუყაროთ თავი და სახალხოდ დავხვროტოთო. ასეთმა წინადადებამ ჩერჩილში სამართლიანობის გრძნობა გააღვიძა და სატიკი პროტესტი გამოთქვა. სიტუაციის განმუხტვა რუზველტმა ხუმრობით შეეცადა, ჯანდაბას 49 ათასი იყოსო. ჩეჩილი გაბრაზდა, ოთახიდან გავიდა და უკან არ შემობრუნებულა, სანამ სტალინმა არ მიაკითხა და არ უთხრა, ვიხუმრეო. 952 5-ს მოსწონს
|