სიახლეები გრეიპფრუტით C ჰეპატიტს უმკურნალებენ. 2013, 17 იანვარი, 22:49 ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, ფლავონოიდი ნარინგინი, რომელიც გრეიფუტს მომწარო გემოს აძლევს, ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის გავცელებას აფერხებს. მეცნიერთა აზრით, ტრადიციული ანტივირუსული პრეპარატებთან ერთად, ამ ნივთიერების მიღება ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ხელს უშლის C ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას. მასაჩუსეტსის ჰოსპიტალის ნკვლევართა აზრით, ძირითად როლს ნარინგინის წარმოებული ნარინგენინი ასრულებს. ეს ნივთიერება აქვეითებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის) დონეს, რომელიც დაზიანებული უჯრედიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამოყოფასა და ჯამთელ უჯრედში მის შეჭრას უწყობს ხელს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნარინგენინის ზეგავლენით დაიმფიცირებული უჯრედიდან ვირუსის გამოყოფა 80%-ით ქვეითდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცეტრაცია ორგანიზმისთვის ტოქსიკური არ არის. C ჰეპატიტით დაიმფიცირების თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადება ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს. ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება გახდეს ღვიძლის კიბოს და ციროზის განვითარების მიზეზი. 126 4-ს მოსწონს
|