შოუბიზნესი Top-10: 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლები 2013, 17 იანვარი, 19:52 მართალია ჩვენ გვასწავლიან რომ სხვის ჯიბეში ცხვირის ჩაყოფა ცუდი საქციელია, მაგრამ ეს ცუდ საქციელზე მეტად საინტერესოა. გთავაზობთ სტატიას იმ ქალ მომღერლებზე რომლებმაც შეძლეს და გამოიმუშავეს ყველაზე მეტი თანხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 10. შაკირა 20 მილიონი დოლარი შაკირა ამ ტოპ-ათეულში მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებისა და მისი საფირმო სუნამოს "Elixir" by Shakira-ს გაყიდვით. 9. მადონა 30 მილიონი დოლარი პოპის დედოფლის შემოსავლის უმთავრესი ნაწილი განპირობებულია მისი ძველი ჰიტების გაყიდვით და ჰონორარით, მაგრამ არანაკლები მოგება ნახა მან საფირმო ფეხსაცმლით (Truth of Dare), ტანსაცმლით (Material Girl) და პარფიუმერიით (Truth of Dare). 8. შადე 33 მილიონი დოლარი მისი შემოსავლის მთავარი წყარო გასტროლებია. შადემ წელიწადის გარკვეულ მონაკვეთში დაახლოებით 100 კონცერტი ჩაატარა გასტროლების დროს. 7. ადელი 35 მილიონი დოლარი ადელმა დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მუსიკალური ალბომების გაყიდვის დრო მოკვდა, აიღო რა მან მუსიკალური პრემია BRIT Awards და 6 პრემია გრემის დაჯილდოვებაზე, საკუთარი ალბომის "21" დამსახურებით, მან გაყიდა 23 მილიონი ეგზემპლიარი. 6. ბიონსე 40 მილიონი დოლარი ქალიშვილის დაბადების გამო ბიონსეს სერიოზული პაუზის აღება მოუწია, მაგრამ ამან არც თუ შესამჩნევად იმოქმედა მის შემოსავალზე, რადგან მომღერლის ალბომები ისევ ძველებურად დიდი სიხშირით იყიდებოდა და პლუს ამას არანაკლები შემოსავალი მოჰქონდა საკუთარ მოდის სახლ "House of Dereon"-ს. 5. კეითი პერი 45 მილიონი დოლარი კეითი პერის ნამდვილად აქვს მიზეზი დაიკვეხნოს რადგან მისი 5 სიმღერა, ალბომიდან "Teenage Dream" ყველანაირი ტოპ-ათეულისა და ჩარტების თავში მდებარეობდა მთელი წლის განმავლობაში. ასეთი რამე აქამდე მხოლოდ პოპის მეფეს - მაიკლ ჯექსონს გამოუვიდა. მთავარი შემოსავალი კეითისთვის იყო ტურნე სახელად "California Dreams". 4. ლედი გაგა 52 მილიონი დოლარი მომღერლის მთავარი შემოსავლის წყაროა ალბომების გაყიდვა, გასტროლები და საკუთარი სუნამოს გაყიდვა. ("Fame" by Lady Gaga) 3. რიანა 53 მილიონი დოლარი მისი მთავარი შემოსავლის წყაროა გასტროლები და სარეკლამო კონტრაქტები ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა, "NIVEA", "Vita Coco", "Chanel" და სხვ. 2. ტეილორ სვიფტი 57 მილიონი დოლარი ტეილორის მთავარი შემოსავალი შეადგინა კონცერტებზე აღებულმა ჰონორარმა (თითო კონცერტზე 1 მილიონი დოლარი), და ალბომმა "Red" რომლის გამოშვებიდანაც პირველ კვირას გაიყიდა 1.2 მილიონი ეგზემპლარი. 1. ბრიტნი სპირსი 58 მილიონი დოლარი მომღერლის ბოლო ალბომი აშშ-ში ყველაზე პოპულარული გახდა 2012 წელს, მან მთელი შემოსავლის 60%-ზე მეტი შემოსავალი მოუტანა სპირსს. ასევე ბრიტნი გადაღებული იქნა სხვადასხვა ბრენდების რეკლამებში რასაც არანაკლები ჰონორარი მოყვა. 458 3-ს მოსწონს
|