x
image
hamunaptra1990
რობერტ პატინსონმა კრისტენ სტიუარტი მიატოვა

imageრობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ დაშორდნენ ერთმანეთს. ინიციატორი ამ ურთიერთობის დასრულებისა ისევ რობი იყო. პირველი სკანდალი წყვილს შორის მოხდა ზაფხულში, როცა კრისტენმა რობერტ პატინსონს უღალატა რეჟისორ რუპერტ სანდერსთან.image
მაშინ ახალგაზრდა წყვილი შერიგდა და ცდილობდა აღედგინა ძველი ურთიერთობა, მაგრამ მათ ეს აღარ გამოუვიდათ...

კრისტენ სტიუარტი ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსი 2013"-ის ცერემონიალზე რობერტ პატისონთან ერთად უნდა მისულიყო, მაგრამ რობერტმა მას განუცხადა, რომ კინოპრემიაზე სჯობდა ისინი ერთად საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ.

კრისტენი ძალიან განაწყენებული იყო ამის გამო, მაგრამ რობის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა.

პატინსონის უახლოესი მეგობრები ამტკიცებენ, რომ რობის ისევ ძალიან უყვარს კრისტენი, მაგრამ იგი ფიქრობს რომ მათი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და ამიტომ მისი სურვილია, რომ ამ ეტაპზე კარგ მეგობრებად დარჩნენ.

2
126
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
126
  
2013, 17 იანვარი, 20:52
vax vax shansi momeca :D
2013, 17 იანვარი, 15:06
ღირსი იყო ეგ ქალი, რას ფიქრობდა რეჟისორს ლოგინში რომ უხტებოდა?!
0 1 2