კინო რობერტ პატინსონმა კრისტენ სტიუარტი მიატოვა 2013, 17 იანვარი, 13:36
კრისტენ სტიუარტი ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსი 2013"-ის ცერემონიალზე რობერტ პატისონთან ერთად უნდა მისულიყო, მაგრამ რობერტმა მას განუცხადა, რომ კინოპრემიაზე სჯობდა ისინი ერთად საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. კრისტენი ძალიან განაწყენებული იყო ამის გამო, მაგრამ რობის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა. პატინსონის უახლოესი მეგობრები ამტკიცებენ, რომ რობის ისევ ძალიან უყვარს კრისტენი, მაგრამ იგი ფიქრობს რომ მათი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და ამიტომ მისი სურვილია, რომ ამ ეტაპზე კარგ მეგობრებად დარჩნენ. 126 5-ს მოსწონს
|