x
ბრძნული გამონათქვამები I
image1. ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშვალოა.


2. სიყვარულში რაც არ უნდა მომთხოვნი იყო, მაინც მეტის პატიება შეგიძლია, ვიდრე მეგობრობაში.


3. მეგობარს გაანდობ საიდუმლოს, საყვარელთან წამოგცდება.


4. სიყვარულს მოწყენილობა კლავს, დავიწყება ასამარებს.



5. საამურია შემოხედვა იმისა, ვისაც ახლახანს დაეხმარე.


6. ძნელია ვინმეს კმაყოფილი იყო !


7. ვისაც დაცინვა უყვარს, გონების სისუსტეს ამჟღავნებს.


8. თქვენმა მეგობარმა თუ მაღალ მდგომარეობას მიაღწია და მაინც გცნობთ, დიდი წყალობაა.


9. სიცოცხლე არის ის, რის შენარჩუნებასაც ადამიანი ყველაზე მეტად ცდილობს და რასაც ყველაზე ნაკლებად უფრთხილდება.


10. სიბერის გვეშინია თუმცა არ ვართ დარწმუნებულნი, მივაღწევთ თუ არა იქამდე.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:Dav1D
Dav1D
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0