შოუბიზნესი რიანა და კრის ბრაუნი დღესასწაულს ერთად ატარებენ 2013, 16 იანვარი, 19:47 მართალია დასავლურ პრესაში იუწყებიან, რომ კრის ბრაუნი ჯერ კიდევ კარიჩე ტრანს ხვდება, მაგრამ ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა მოიპოვეს, სულ სხვა რამეზე მეტყველებს.კრის ბრაუნი და მისი ყოფილი საყვარელი რიანს, მიუხედავად ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალისა, შობას მაინც ერთად ატარებენ..რიანამ, არაერთხელ განაცხადა, რომ მის საყვარელ მამაკაცს ყველაფერი აპატია და მასთან დაბრუნება სურს.როგორც ჩანს, ვარსკვლავმა მიზანს მიაღწია და კრისი ახლა მასთანაა..ფოტოები რომელიც კალათბურთის მატჩზეა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ წყვილი კარგ დროს ატარებს.ორივე მათგანი ბედნიერი ჩანს დაერთმანეთს ეხუტება, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ხმებს, თითქოს კრისი და რიანა მეგობრებად დარჩნენ.შეგასენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2009 წლის თებერვალში მას შემდეგ დაშორდა, რაც კრისი რიანას თავს დაესხა და სასტიკად სცემა.სასამართლომ ბრაუნს ხუთ წლიანი გამოსაცდელი ვადა და 180 დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება მიუსაჯა.განაჩენის თანახმად, კრისს 2014 წლის აგვისტომდე რიანასთან 90 მეტრზე მიკარება ეკრძალება. 24 4-ს მოსწონს
|