x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში
ოლიმპო (ლათინურად Olympus Mons), ეს არის ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა. image

მისი სიმაღლე 27 კილომეტრია საფუძვლიდან, ხოლო 25 კმ. მარსის საშუალო სიმაღლიდან. ეს რამდენჯერმე აღემატება ევერესტის სიმაღლეს. ოლიმპო 540 კილომეტრზეა გადაჭიმული და გვერდებზე 7 კილომეტრი სიმაღლის ციცაბო ფერდობები აქვს. ასეთი ფერდობების წარმოქმნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. image

ვულკანური კალდერის სიგრძე 85 კილომეტრია, სიფართე 60 კმ. სიღრმე კი 3 კილომეტრს აღწევს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვილკანის მუანა-ლოას კრატერის სიფართე მხოლოდ 6.5 კმ-ს აღწევს. image

წნევა ვულკანის მწვერვალზე მარსის საშუალო წნევის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ევერესტის მწვერვალზე ეს მაჩვენებელი 25%-ია.image


ვულკანს იმდენად დიდი ფართობი უჭირავს, რომ მარსის ზედაპირიდან მისი მთლიანად დანახვა შეუძლებელია. ოლიმპოს პროფილის გადაღება მხოლოდ ორბიტიდანაა შესაძლებელი. imageimage


0
564
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0