ინგლისში, ქალაქ გლოსტერში, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ნაყინი დაამზადეს. მისი სიმაღლე 4 მეტრია, ხოლო წონა ტონაზე მეტი. ასეთი მასის გაყინვას თვეზე მეტ ხანს ცდილობდნენ.

ნაყინის პრეზენტაცია გლოსტერის ცენტრში მოეწყო. მთავარი შეფ-მზარეული, რომელმაც გიგანტი ნაყინი შექმნა, ჰესტონ ბლუმენტარია.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ამ დრომდე ყველაზე დიდ ნაყინად 2011 წელს მარკო დელა ვეჩიას დამზადებული 2 მეტრიანი ნაყინი ითვლებოდა.