ანჯელინა ჯოლის სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს.
მეგავარსკვლავს საშიში დაავადება დაუდგინეს-c ჰეპატიტი.თუ უახლოეს მომავალში ენჯის ღვიძლს არ გადაუნერგავენ, შეიძლება გარდაიცვალოს.თურქეთში ამასწინანდელი ვიზიტის დროს მსახიობი საიდუმლოდ შეხვდა ცნობილ ქირურგ იამან ტოტკას და მასთან ტრანსპლანტაციის შესაძლებლობებს განიხილავდა.ეს ამბავი თურქმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საკმაოდ რთულად მიჩნევა და რისკის თვალსაზრისით გულის გადანერგვასაც კი უსწრებს.
ჯოლის წარმომადგენლებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენატარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს გამაოგნებელი სიახლე შეიძლება მართალიც იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ ახალგაზრდობაში ანჯელინა არ გამოირჩეოდა სამაგალითო საქციელით და ლამის ყველაფერი მოსინჯა.
სხვათა შორის, მსგავსი დიაგნოზი დაუსვეს 2002 წელს პამელა ანდერსონსაც.მსახიობმა თქვა. რომ დაავადება თავის დროზე ტატუირების ნემსის ერთობლივად გამოყენებამ გამოიწვია-თავის ქმართან, როკმუსიკოს ტომი ლისთან საზიაროდ გაიკეთა ტატუ და დაავადდა.