x
image
K.P.
სალომე გოგიაშვილი: "ბიძინა ივანიშვილის გულისთვის ტანკსაც კი შევუვარდები"

image
სალომე გოგიაშვილი ტელეკომპანია "იმედში" დაბრუნდა. სალომესთვის გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ხუმრობა ხომ არ არის გათხოვდე მესამედ და იპოვო ნამდვილი სიყვარული. ტელეწამყვანს პრობლემები ჰქონდა სამსახურში, პოლიტიკური სიმპათიების გამო გიორგი არველაძემ სამსახურიდან გაუშვა.image

სალომე იხსენებს: "როდესაც არჩევნებამდე სოციალურ ქსელში ჩემი აზრი დავაფიქსირე და პატიმრებს თანაგრძნობა გამოვუცხადე, ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლებისგან ჩემ მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა". ახლა კი ყველაფერი რიგზეა, სალომე "იმედზე" დაბრუნდა და სულ მალე დილის გადაცემიდან მიესალმება მთელ საქართველოს.

ალბათ ყველას გახსოვთ დიდი სკანდალი, რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანს ყოფილმა ქმარმა ქონება გაუყიდა და დაუგირავა. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში სალომეს მხსნელად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა.image "მამაჩემის წყალობით, ძალიან ბევრი წელია ჩვენი ოჯახები მეგობრობენ. ჩემმა წრემ იცის, რომ სწორედ ბიძინა იყო ის ადამიანი, ვინც იმ გაჭირვების დროს გვერდში დაგვიდგა. მისი გულისთვის ტანკსაც კი შევუვარდები და არა იმიტომ, რომ სახლი დამიხსნა, ის უაღრესად კეთილი და კარგი პიროვნებაა"-ამბობს სალომე.image ტელეწამყვანის თქმით, აქამდე ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებდა, რადგან ბიძინას არ სურდა ამ ფაქტის გახმაურება. მას სიკეთით სპეკულრება არ უყვარსო. სალომეს ცხოვრება ახლა საათივით აწყობილია, თბილი კერა და სასურველი სამსახური, მეტი რაღა უნდა ინატროს. ვუსურვოთ მას წარმატებები...
1
1335
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1335
  
2013, 16 იანვარი, 15:19
ეს ხომ იყო უკვე?:D
0 1 1