x
image
ხიზანიშვილი
დინამოს შემადგენლობაში "მატებაა"

image- დინამო თბილისი კვლავ ძლიერდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ მას რამდენიმე ფეხბურთელი შეემატა. განვლილ სეზონს თუ გადავხედავთ დინამოს შედარებით სუსტი ფლანგი დაცვა იყო, შესაბამისად მას ამ კომპონენტშიც აქვს მატება.
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დინამოში დაბრუნდა 33 წლის მცველი გიორგი შაშიაშვილი. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 30 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. გიორგი შაშიაშვილს სხვადასხვა დროს ალანიაში, ჩერნომორეცში, შტურმში, ერგოტელისში და დილაში აქვს ნათამაშები.
- დინამო თბილისს შეუერთდა ასევე 18 წლის ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე. ნიკამ ჩემპიონატის პირველი ეტაპი ბათუმის დინამოს შემადგენლობაში გაატარა და მათი ერთ–ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. იგი 17 წლამდელთა ნაკრებშიც გამოდიოდა.
- დინამოში იასპარეზებს ასევე 19 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ზესტაფონის დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა.
- ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ 24 წლის გამბიელი ოუსმან ჯალუ "დინამოში" ითამაშებს. მისი ტრანსფერი "დინამოში" თითქმის გადაწყვეტილია. ამპლუით ფორვარდმა, კარიერა არაბეთის გაერთიანებული ემირატების კლუბ "ალ აინში" დაიწყო, ამის შემდეგ, 2008 წელს "ბრონბიში" გადაბარგდა, ბოლოს კი თურქეთის პირველი ლიგის "ჩეიქურ რიზესპორში" გამოდიოდა.

1
49
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
49
  
2013, 16 იანვარი, 10:40
ფიფია არ არის ის ადამიანი ვინც დინამოს ძველ დიდებას დაუბრუნებს. უბრალოდ , მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს
0 1 1