x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის სიცივეებს
ზამთრის სიცივეები და მშრალი ჰაერი აშრობს კანს, კანის სიჯანსაღის და მომხიბვლელობის შენარჩუნებაში კი სწორი და დროული მოვლა დაგეხმარებათ.

image

ტუჩები

ტუჩებზე განლაგებულია ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოება, ამიტომ ის მეტად მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ,


ტუჩების აქერცვლის თავიდან აცილებას შეძლებთ ცხიმიანი ბალზამის გამოყენებით, რომელიც გამძლე დამცავ ფენას შექმნის ტუჩებზე. ბალზამი ტუჩების კონტურების გარეთაც გადაისვით, ამგვარად თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას, რასაც გაუწყლოება იწვევს.


სახე

სიცივე, ქარი და თოვლი საკმაოდ სწრაფად აზიანებს კანის დამცველობით უნარს, კანის ზედა ფენა რქოვანდება, სისხლძარღვები ვიწროვდება და უჯრედების განახლების პროცესი ნელდება. შედეგად ჩნდება სიწითლე და დაჭიმულობის შეგრძნება.

გვერდით გადადეთ მსუბუქი გელები, დაგჭირდებათ მკვრივი ტექსტურის კრემები, რომელთა შემადგენლობაში შედის ჰიდროლიპიდური შრის აღმდგენი საშუალებები.

კანი მხოლოდ კვირაში ერთხელ გაიწმინდეთ სკრაბით, რის შემდეგაც წაისვით მკვებავი კრემი. აირჩიეთ ასევე საკვები პროდუქტები თუთიის და ვიტამინ С-ს შემცველობით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ელასტიურობას და დატენიანებას.


ხელები

ხელების კანი საკმაოდ სქელი, მასში ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის, ამიტომ სიმშრალე მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, რასაც ამძიმებს ხშირი დაბანა, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება და სიცივე.

მსუბუქი მასაჟის მეშვეობით დაბანილ და მშრალ ხელებზე დაიტანეთ კრემი წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ. დაწოლის წინ წაისვით კრემი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები, რათა შეინარჩუნოთ აბრეშუმისებრი კანი.

სილამაზის სალონში მანიკურის გაკეთებამდე ჩაიტარეთ პარაფინოთერაპიის პროცედურა, რომელიც ატენიანებს კანს, ხსნის სახსრების ტკივილის და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


სხეული

ზამთარში სხეული სიცივისგან დაცულია ტანსაცმლით, თუმცა სწორედ ეს განაპირობებს სიმშრალის წარმოქმნას, რაც პირველ რიგში ფეხებს ეხება, კოლგოტებთან და ვიწრო შარვალთან მუდმივი კონტაქტის გამო კანი ღიზიანდება და წითლდება.

დაბანისას გამოიყენეთ დამატენიანებელი შხაპის გელი. სკრაბი მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოიყენებთ, შეზღუდეთ ცხელი აბაზანების მიღება, რადგან კანის ცხიმი ადვილად შორდება ცხელ წყალში და ის შრება. ხოლო თუ ცხელ აბაზანაზე უარს ვერ ამბობთ, აბაზანის მიღების შემდეგ წაისვით ჰიალურონის მჟავას და კერამიდების შემცველი კრემები. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან შეკერილ ტანსაცმელს. რადგან სინთეტიკური ქსოვილები ხელს უწყობს კანის აქერცვლას.


ქუსლები

როგორც ხელის, ასევე ფეხისგულების კანიც ბუნებრივად მშრალია, ამასთან ზამთრის ფეხსაცმელი უფრო მეტად აუხეშებს მას.
ყოველდღიურად გაიკეთეთ ფეხის მასაჟი თითებიდან მუხლებამდე, თან შეიზილეთ მკვებავი კრემი. როცა ამის დრო არ გაქვთ, შეიძინეთ და ძილის წინ ჩაიცვით დამატენიანებელი კრემის შემცველი სპეციალური წინდები.

0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0